ზუგდიდის სოფელ კორცხელში, ქმარმა ცოლი ბლაგვი საგნით მოკლა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს, ფატი კუდავას, ჩაქუჩი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. როგორც მეზობლებმა აღნიშნეს, მამაკაცს მენტარური პრობლემები ჰქონდა. დამნაშავე უკვე დაკავებულია.