უკრაინაში ომს 547 ბავშვი შეეწირა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით,  დასტურდება, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყანაში დაიღუპა 547 უკრაინელი ბავშვი. საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაიჭრა 1348 ბავშვი.

23 მაისს უკრაინის ხელისუფლება იუწყებოდა, რომ გარდაიცვალა 4 წლის გოგონა, რომელიც მძიმედ დაიჭრა 29 აპრილს რუსეთის ჯარების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად. ეს უკრაინაში ომის განმავლობაში ბავშვის დაღუპვის უკანასკნელი დადასტურებული შემთხვევაა.

„ბავშვთა შორის ყველაზე მეტი მსხვერპლი იყო დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებში“-  აღნიშნავს უკრაინის პროკურატურა.

მსგავსი თემები