მარშის მონაწილეები შს სამინისტროსთან მივიდნენ

„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ, სადაც მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებს, რომლებიც დაკავებული თანამოაზრეების გათავისუფლებას ითხოვენ, გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით – „ემსახურე საქართველოს!“

აქციის მონაწილეების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და დააჯარიმეს აქციის მონაწილეები.

მარშის მონაწილეები სკანდირებენ:„რუსებო, რუსებო!“

 

მსგავსი თემები