მარშის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან შს სამინისროსკენ მსვლელობას გეგმავენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეები თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე მსვლელობას მართავენ და თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეურეთდებიან, საიდანაც, მარშით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლებენ.

როგორც მარშის მონაწილე ერთ-ერთი პედაგოგი აცხადებს, ჯიუტმა პროტესტმა შედეგი უკვე გამოიღო.

„ჯიუტმა პროტესტმა გარკვეული შედეგი გამოიღო. მასწავლებლებს მოგიწოდებთ ყველას, თუ არ გინდათ დავკარგოთ ქვეყანა და ქვეყნის მომავალი გამოდით ყველა. რაც უფო მეტნი ვიქნებით, ჩქარა დადგება შედეგი“- ამბობს აქციის მონაწილე.

როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს შეახსენონ, რომ პასუხისმგებლი სახელმწიფო ორგანოა, ამიტომ ისინი საქართველოს უნდა ემსახურებოდნენ. მათი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში კანონის მსახურებითა და საქართველოს მოქალაქეების დაცვის მსახურებით სამინისტრო არ გამოირჩეოდა.

 

 

 

 

 

მსგავსი თემები