„სანქცირებულთა სია არ გამოქვეყნდება“- ჯეიმს ო’ბრაიანი

„არის თუ არა ამერიკის გადაწყვეტილება იძულება? არა! – იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ” – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაინმა განაცხადა.

შეკითხვაზე, მოხვდება თუ არა „ქართული ოცნების” დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის  სამოგზაურო შეზღუდვების მქონე პირთა სიაში, ამერიკელ დიპლომატს არ უპასუხია, თუმცა, მან განაცხადა, რომ სანქცირებულ პირთა სახელთა სია არ გამოქვეყნდება.

„რაც შეეხება ჩვენს დამატებით ქმედებებს, (ამერიკის სახელმწიფო) მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ტიპის თანამშრომლობას, რაც გვაქვს. არ ვაპირებ დამატებით, კონკრეტულ ქმედებებზე საუბარს. თუმცა, ერთ ტექნიკურ კომენტარს გავაკეთებ: გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს”, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაინმა.

მსგავსი თემები