„ერთ-ერთ სტუდენტს კბილი ჩაუტეხეს“- ხმაური ლევილის მამულში სადაც წულუკიანს აქცია მოუწყვეს

საფრანგეთში, ლევილის მამულში კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს აქცია მოუწყვეს. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე თამარ დემურია ყვება, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. მისი ინფორმაციით, მათ თეა წულიკიანთან ერთად მყოფი პირები თავს დაესხნენ, რადგან დემურიას თქმით,  მშვიდობიანი პროტესტი არ მოეწონათ .

„ლევილის ქართული ფესტივალი იმართება დღეს. აქ იყვნენ წულუკიანი, ელისო ბოლქვაზე და სხვები. ფრანგებიც იყვნენ. ჩვენ მეგობრებმა, სტუდენტებმა გადავწყვიტეთ პროტესტი გამოგვეთქვა იმ მთავრობისთვის, რომელიც ახლა არის საქართველოში. ფრანგულადაც ვთქვით და ქართულადაც, რომ პროტესტი იყო მშვიდობიანი. ველურად მოგვექცნენ, ჩვენს ერთ-ერთ სტუდენტს კბილი ჩაუტეხეს. ფრანგი მეგობრები იყვნენ და იმათაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხელჩართული ბრძოლა გამართეს, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ პროტესტი არ მოეწონათ“, — თამარ დემურია, ლევილში მომხდარი ინციდენტის თვითმხილველი.

 

მსგავსი თემები