რას ჰყვებიან ზუგდიდში ქმრის მიერ სასტიკად მოკლულ ქალზე

ზუგდიდის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი სასტიკი წამებით მოკლა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 50 წლამდე ასაკის ქალბატონი და მის მკვლელობაში ბრალდებული 51 წლის მამაკაცია. მოკლული ქალი ფატი კუდავაა.

,,საშინელი ამბავი დატრიალდა. როგორ უნდა იცოცხლოს იმ სატანამ, რომელმაც ასე აწამა ცოლი. ფატია საშინელი წამებით ჰყავს მოკლული. ჩაქუჩით თავის ქალა ჩაუმტვრია და ძვლები დაულეწა, ისე მოკლა.

როგორც ჩანს, მკვლელობა დაგეგმილი ჰქონდა და ეტყობა, გაიტყუა იმ სოფელში და ასე მოკლა”, – ამბობს ახლობელი.

მსგავსი თემები