მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა გოგოს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეითი გზის გადაკვეთას ცდილობდა.

თვითმხილველების ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის სასწრაფო დახმარების სამსახურმა მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები