რაჭაში, ავტოსაგზაო შემთხვევას გადარჩენილი მგზავრების ნაწილმა საავადმყოფო დატოვა, ნაწილი კი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ამ დროისთვის, ამბროლაურის საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ორი პაციენტია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსნებეთ, რომ შემთხვევა გუშინ, ამბროლაურის სოფელ ჭელიაღელესთან მოხდა. როგორც ცნობილია, თბილისიდან რაჭის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი რამდენიმე საათში.