„ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“- შარლ მიშელი ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში, ირანის პრეზიდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ეხმიანება. მისი თქმით, ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას. „გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, იძულებული გახდა, მოულოდნელად დაშვებულიყო, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“- წერს შარლ მიშელი.   ირანის პრეზიდენტის მდგომარეობა უნობია – მაშველებს ადგილზე მისვლა უჭირთ

მეტი...

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი იქნება უწყვეტი, მანამ სანამ პარლამენტი ე.წ „რუსულ კანონს“ არ გაიწვევს. „ჩვენ ვაპროტესტებთ რუსლ კანონს და აქციების მიზანია გამოიწვიონ უკან ეს კანონი. არ მიიღონ საერთოდ“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მანამდე სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს ევროპის მოედანზე, მშვიდობის ხიდზე კი, ევროკავშირისა და საქათველოს დროშები გადმოფინეს.

მეტი...

„ვლოცულობთ ირანის პრეზიდენტისთვის, ბაქო მზადაა დახმარებისთვის“- ალიევი

„ბაქო მზადაა, ყველა შესაძლო მხარდაჭერა გაუწიოს ირანს ვერტმფრენის ავარიასთან დაკავშირებით, რომელშიც ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა“-  წერს სოიალურ ქსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. „დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან მეგობრული გამომშვიდობების შემდეგ, ჩვენ სერიოზულად შეგვაშფოთა ცნობამ, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც მაღალი დელეგაცია იმყოფებოდა, ირანში ავარიული დაშვება განახორციელა. ვლოცულობთ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მზადაა ყველა შესაძლო მხარდაჭერის აღმოსაჩენად“ – წერს ალიევი. 19 მაისს, აზერბაიჯანისა და ირანის სახელმწიფო საზღვარზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და ებრაჰიმ რაისის შეხვედრა გაიმართა. მოგვიანებით, მედიამ…

მეტი...

ირანის პრეზიდენტის მდგომარეობა უნობია – მაშველებს ადგილზე მისვლა უჭირთ

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ეროვნული უსაფრთოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინციდენტის ადგილას გაიგზავნა სამედიცინო პერსონალი, მათ შორის სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ქირურგები, ასევე სპეცტრანსპორტი და აღჭურვილობა. პრეზიდენტის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. უამინდობის გამო, მაშველებს იმ ადგილამდე მისვლა უჭირთ, სადაც ვერტმფრენმა, რომელშიც, ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა. ცოტა ხნის წინ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩამოვარდა.

მეტი...

„არმია’’ უმაღლეს ლიგაში გადავიდა

რაგბის კლუბმა ‘’არმიამ’’ ჩემპიონატის დიდი 10-ის საგზური მოიპოვა. ‘’არმიელებმა’’ განმეორებით მატჩში, დღეს, ფოთში,  ოზურგეთის ‘’არწივები’’  დაამარცხეს და 2024-25 წლიდან დიდი 10- ში იასპარეზებენ. ინფორმაციას, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. “რაგბის კლუბი „არმია,“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის“ მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა“- ნათქვამია განცახდებაში.      

მეტი...

გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცლებს. სარდალაშვილი ჩემპიონი – 60 კგ წონით კატეგორიაში გახდა. „გიორგი სარდალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია, ის ტიტულს 20 წლის ასაკში დაეუფლა”, – აღნიშნულია ფედერაციის ინფორმაციაში. სარდალაშვილის გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა უკვე ზედიზედ მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი.  

მეტი...

„არ დაძლიოთ ვეტო“- დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი

„მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი“- ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში მინისტრი, ნუსრატ განი ავრცელებს. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას. „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს უცხოური გავლენის შესახებ კანონს. ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი”, – წერს მინისტრი „ტვიტერზე“.

მეტი...

სტუდენტები მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებმაც, ევროპის მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს მსვლელობით მშვიდობის ხიდზე გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა, აქ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს. ახალგაზრდები უკვე პარალამენტთან გადაინაცვლებენ და 20:00 საათზე აქციის სხვა მონაწილეებს შეუერებიან.

მეტი...

„ვერტმფრენმა, რომელშიც პრეზიდენტი იმყოფებოდა უხეში დაშვება განახორციელა“ – ირანის შსს

„ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა და სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მიდიან“  – ინფორმაციას Reuters ირანის შინაგან საქმეთა მინისტრ აჰმედ ვაჰიდზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, კი ინციდენტში მონაწილე ვერტმფრენში რაისთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ. ინციდენტი მეზობელ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მოხდა.

მეტი...

დაბომბვის შედეგად ხარკოვში 5 ადამიანი დაიღუპა

ხუთი ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა, 15 – დაშავდა რუსეთის მიერ ხარკოვის რაიონის მალოდანილოვსკის თემის დაბომბვის შემდეგ. ინფორმაციას, ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვა ავრცელებს. მისი თქმით, დაშავებულთა შორის არის სასწრაფო დახმარების მედდა. მისივე ცნობით, დარტყმა იმ ადგილზე განხორციელდა, სადაც ხალხი ისვენებდა და თითეული მათგანი მშვიდობიანი მოსახლეა.  

მეტი...

აზერბაიჯანში ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა

აზერბაიჯანის საზღვართან ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი  ჩამოვარდა. ინციდენტი საზღვართან მდებარე ქალაქ ჯოლფას მახლობლად მოხდა.  ადგილზე მისვლას ცდილობენ მაშველები, თუმცა სამაშველო ოპერაციებს ხელს უამინდობა უშლის. ცნობილია, რომ იბრაჰიმ რაისი დღეს დილით აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო. ვრცელდება ცნობები, რომ რაისი აზერბაიჯანში სწორედ ამ ვერტმფრენით იმყოფებოდა. ჯერჯერობით, არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა ვერტმფრენის “ბორტზე” და იჯდა თუ არა იქ თავად პრეზიდენტი.  

მეტი...

„კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა ორიგინალური და სამართლებრივად გამართულია“- ხმალაძე

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ე.წ „რუსულ კანონზე“ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს აფასებს. მისი თქმით, კანონპროექტის შინაარსი რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა ორიგინალური და სამართლებრივად სრულიად გამართულია.  „კანონპროექტის შინაარსი, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა, არის ფრიად ორიგინალური, მსგავსი მე ჯერ არ შემხვედრია, მაგრამ სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული. პრეზიდენტი არ შეეხო კანონის არცერთ ნორმას გარდა კანონის ამოქმედების ნაწილისა. რაც წერია მიღებულ კაონში, ის დატოვა უცვლელად და დაამატა ერთი პუნქტი: ეს კანონი გაუქმდეს ამოქმედების მომდევნო დღიდან“- განაცხადა მან. ხმალაძე ამბობს, რომ თუ ვინმეს პრეტენზია ექნება ვეტოს მიმართ ეს ქინება თითიდან გამოწოვილი. ”პრეზიდენტმა აირჩია 1 დღიანი მოქმედება კანონის ანუ რეალურად,…

მეტი...

„თავისებური ქალი ზურაბიშვილი, თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში“- კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტს „თავისებურ ქალს უწოდებს“ და  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადებას ეხმაურება. კარასინის თქმით, ზურაბიშვილი ცდილობს ქვეყანაში არასტაბილურობის შემოტანას. „თავისებური ქალი ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში. პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი უცხოური აგენტების შესახებ მასში უცნაურად დაჟინებულ უარყოფას იწვევს. აქ ჩნდება კითხვა: ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი? სცენარი ზოგადად ნათელია, მაგრამ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსმა არ დაკარგოს ზომიერების გრძნობა!“, – წერს კარასინი „ტელეგრამ“ არხზე.  

მეტი...

„შეშფოთებული ვართ  საქართველოში შექმნილი სიტუაციით“ -ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი

„ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით, – ამის შესახებ საფრნგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ორი ქვეყნის ლიდერი აცხადებს, რომ ისინი საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერები არიან და აქტიურად დაუჭირეს მხარი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 2023 წლის დეკემბერში. „ღრმა მწუხარებით ვაკვირდებით საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის მიღებით“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. საფრანგეთისა და…

მეტი...

სენაკში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 21 წლის მამაკაცი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა რომ, სენაკის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად, ბრალდებულსა და მის სამეგობროს, კონფლიქტი მოუვიდათ, 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-სა და მის მეგობრებთან, რის შედეგადაც ბრალდებულმა თ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მომხდარი ინციდენტის შედეგად ასევე ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა“- ნათქვამია განცხადებაში. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.   „საშინელი…

მეტი...

“ამ ვეტოს დაძლევაც მოხდება”- “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს

„ამ ვეტოს დაძლევაც მოხდება, რადგან არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია და კანონპროექტი არ მოჰყოლია“- განაცხადა საპარალამნეტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი თქმით,  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიზანი არის კანონიერი ფული. „ამ ვეტოს დაძლევაც მოხდება, რადგან არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია და კანონპროექტი არ მოჰყოლია. ეს არის უბრალოდ მისი პოლიტიკური განცხადებები ვეტოს სახით. ამ კანონის მიზანი არის მარტივი რამ, კანონიერი ფული – აქ არანაირ დაფარულ, შავ ან ფულის გარეცხვაზე, საერთოდ საუბარი არ არის, ვერცერთი დასანქცირებული ფული საქართველოს საბანკო სისტემაში ვერ გამოივლის, ეს გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში საუბარია – თანხა, რომელიც არის ოფშორებში, რომელიც…

მეტი...

„საშინელი ამბავი გავიგეთ, ახალოს არავინ მიგვიშვა“- სენაკში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გავრცელებული ინფორმაციით, სენაკში ადგილი ჰქონდა ე.წ კრიმინალურ გარჩევას. სისხლიან გარჩევას, წინ ხმაური უძღოდა. მოკლულია 25 წლის მამკაცია, ხოლო 2 ახალგაზრა დაიჭრა. მკვლელობის ადგილი გარდაცვლილის ჭიშკარია. არსებული ცნობებით, დაპირისპირება წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. მეზობლების ინფორმაციით, დაჭრილი 2 მამაკაციდან ერთ-ერთი მოკლულის ძმაა, მეორე კი მეზობელი. “საშინელი ამბავი გავიგეთ, ერთი მოკლულია და ორი კი, დაჭრილი. რა მოხდა, დეტალებზე ჯერ არავინ არაფერს ამბობს. ახლოს არ მიგვიშვეს. შემთხვევა მოკლულის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან მოხდა. დანითაა მოკლული. ძმებიდან ერთი სპორტსმენი ყოფილა, მეორეს ცეხი ჰქონია, ალბათ, პატარა ბიზნესით იყო დაკავებული. დაჭრილ ბიჭებს სასიკვდილო არაფერი სჭირთ, ოპერაცია გაუკეთეს. იმედია,…

მეტი...

„ასე მგონია ჩემს შვილს ურტყამენ იმ ხელკეტს და სახეში ასხამენ წიწაკის სპრეის”- ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

30 წლის საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. ოთხოზორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ე.წ საზღვართან, აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. მის საფლავთან დღეს ოჯახის წევრები და ახლობლები შეკრიბნენ. გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. “ჩემი შვილის საფლავთან ვდგავარ და მრცხვენია შვილის სურათს თვალებში ჩავხედო, იმიტომ რომ რასაც ჩემი შვილი შეეწირა, ისეთი მოქმედებისთვის თბილისში ე.წ სამართალდამცავები გამეტებით ებრძვიან ახალგაზრდებს. ებრძვიან თავიანთი სურვილის გამოხატვის გამო. იმის გამო, რომ არ უნდათ საქართველო რუსებს დაუთმონ. ასე მგონია ჩემს შვილს ურტყამენ იმ ხელკეტს და სახეში ასხამენ…

მეტი...

„სლავიანსკ-კუბანში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა”- რუსეთი

კრასნოდარის მხარეში, სლავიანსკ-კუბანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა. ინფორმაციას სლავიანსკის რაიონის ხელმძღვანელმა, რომან სინიაგოვსკიმ განაცხადა. სინიაგოვსკის განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ”18-19 მაისის ღამეს, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით თავდასხმის დროს, სლავიანსკ-კუბანში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა”, – წერს ის სინიაგოვსკი „ტელეგრამ“ არხზე. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით კრასნოდარის ტერიტორიის თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 57 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.  

მეტი...

ლატვია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გაიწვიოს კანონი

„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვლიმა ვეტო დაადო კანონს, რომელმაც დიდი პროტესტი გამოიწვია საქართველოში და აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის ევროპულ გზაზე“- წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელ X-ში წერს. ლატვია საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს გაიწვიონ კანონი. „ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას“, – აცხადებს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მეტი...

„განსაცვიფრებლად ლამაზი ქვეყანა, გზაგასაყარის წინაშე დგას“- BBC საქართველოზე

საქართველოს უჭირს. წლების განმავლობაში გარკვეული სიმშვიდის შემდეგ, ეს პატარა, განსაცვიფრებლად ლამაზი ქვეყანა, გზაგასაყარის წინაშე დგას და რისკის წინაშე, რომ შეიძლება უკან, პოლიტიკურ არასტაბილურობამდე ან თუნდაც ისეთი ქაოსისკენ დაბრუნდეს, რომელმაც დააზიანა მისი პოსტსაბჭოთა დამოუკიდებლობის პირველი ათწლეული, – ამის შესახებ BBC-ის სტატიაშია აღნიშნული. სატატიის ავტორი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ის წერს, რომ საქართველოს მომავალი გზა სასწორზეა. „სასწორზე საქართველოს მომავალი გზაა. გააგრძელებს თუ არა ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა, თავისი პორტებითა და მილსადენებით, ბალტიის ქვეყნების კვალდაკვალ ნატო-სა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ სვლას? თუ პოლიტიკური არეულობა, გაყალბებული არჩევნები…

მეტი...

„შესაძლო დანაშაულის ნიშნები“ –  პრესონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცახდება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, სამსახურმა 70-მდე შეტყობინება მიიღო, მათგან 10-მდე განცხადება, რომელიც შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა. ამავე ცნობით,   სამსახურმა უკვე მიმართა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს, კონკრეტული სატელეფონო ნომრების კუთვნილებისა და მათი მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. „სამსახურის მიერ ხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განცხადებებსა და შეტყობინებებში მითითებულ, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებთან დაკავშირებით, მათ შორის, საჭიროების გათვალისწინებით, საკითხის დაზუსტების მიზნებისთვის, შესაბამის პირებთან განხორციელდა უკუკავშირი და ინფორმაციის მოძიება/დაზუსტება“- ნათქვამია განცახდებაში. რაც შეეხება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, სამსახურში განმარტავენ, რომ…

მეტი...

ქალი, რომელმაც ნიანგს პირიდან ტყუპისცალი და გამოგლიჯა მამაცობისთვის დააჯილდოვეს

ქალს, რომელმაც ტყუპისცალი და, ნიანგს პირიდან გამოგლიჯა, ჩარლზ III მედალს მამაცობისთვს გადასცემს. ინფორმაციას, Daily Mail ავრცელებს. 2021 წლის მაისის ბოლოს გოგონები მექსიკაში, პუერტო ესკონდიდოს მახლობლად, ლაგუნაში ბანაობდნენ, როცა წყალში ნიანგი შენიშნეს. დებმა სასწრაფოდ ნაპირისკენ გაცურეს, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ ერთ-ერთი ტყუპისცალი ნიანგის პირში აღმოჩნდა. მეორემ კი მტაცებელს კბენდა და მუშტებს ურტყამდა და საბოლოოდ, და პირიდან გამოგლიჯა. ნიანგის თავდასხმის შემდეგ ორივემ ჭრილობები მიიღო. გოგონები ფიზიკურად თითქმის გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა ჯერ ისევ ეტყობათ.

მეტი...

ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, არიან ქალებიც

ირანში 7 პატიმარი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის, 2 ქალი და 5 მამაკაცია. ინფორმაციას, Times of Israel-ი ნორვეგიაში დაფუძნებულ ირანში ადამიანთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სიკვდილით დასჯილ პატიმრებს შორის ერთ-ერთი მკვლელობისთვის იყო გასამართლებული, დანარჩენებს კი ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენა ედებოდათ ბრალად.

მეტი...

უკრაინის თავზე 37 „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ხერსონის რაიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.  ამის შესახებ განცახდება, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა გააკეთა. მისი თქმით, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ხერსონსა და რეგიონის ათზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. არის ნგრევა. უკრაინის მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის თავზე 37 „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, რუსეთი მათ ამჯერად პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან უტევდა კიევის, ოდესის, ნიკოლაევის, სუმის, ვინიცას, ჟიტომირის, ჩერკასისა და ხერსონის რეგიონებში. თავის მხრივმ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობებს, რომ გასულ ღამით დროენებით შეუტიეს რუსეთის სამხრეთსა და ანექსირებული ყირიმს.

მეტი...

თბილისიში, დღეს საპროტესტო აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართება

თბილისში ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება. შეკრების ერთი ლოკაცია ევროპის მოედანი იქნება. აქ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბებიან და ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ. შეკრება 16:00 საათზე არის დაგეგმილი. კიდევ ერთი აქცია ვაჟა-ფაშაველას გამზირზე 17:00 საათზეა დაანონსებული. მომიტინგეების მიზანი ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირისა და ჟვანიას (გაგარინის) მოედნის პარალიზებაა.  

მეტი...

სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

არსებული ინფორმაციით, სენაკში, მკვლელობა მოხდა. მოკლულია 25 წლის მამაკაცი და დაჭრილია ორი. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, სამივე პირი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.  

მეტი...

„გამჭვირვალობის კანონით საძინებელშიც გამჭვირვალედ შეხედვას დაიწყებენ“- მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმიანება. ბუწაშვილი ამბობს, რომ  აღნიშნულ კანონში ჩამატებულია პუნქტები, რომელიც კანონმდებლებს უფლებას მისცემს პირადი სივრცით დაინტერესდნენ. “გამჭვირვალობის კანონი ამ ჩუმად ჩამატებული პუნქტებით უკვე საძინებელი ოთახების გამჭვირვალობის კანონადაც მოგვევლინა. ხოდა, გულუბრყვილოდ ვინც კითხულობდით, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდიო და ამდენი ხალხი გიმტკიცებდათ, მარტო გამჭვირვალობაზე არ არის ეს კანონიო, ახლაც თუ ვერ ხვდებით რაშია საქმე, აღარ ყოფილა საშველი. ხოდა, ამ გამჭვირვალე საძინებლებში შეხედვას რომ დაიწყებენ, იქ კანონის მომხრე დახვდებათ თუ მოწინააღმდეგე, მაგას უკვე კაციშვილი ვეღარ გაიგებს”- წერს მაია ბუწაშვილი.  

მეტი...

„რაფაჰიდან 800 ათასი ადამიანი გაიქცა“-  გაერო

მას შემდეგ, რაც იქ ისრაელმა სამხედრო ოპერაციები დაიწყო, 800 ათასი ადამიანი “გახდა იძულებული გაქცეულიყო” ღაზის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰიდან. ამის შესახებ 18 მაისს, გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. “რაფაჰის მოსახლეობის თითქმის ნახევარი – 800 ათასი ადამიანი გზაშია, რადგან იძულებული იყვნენ გაქცეულიყვნენ მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა ამ არეალში სამხედრო ოპერაციები დაიწყეს 6 მაისს”, – განაცხადა გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს უფროსმა, ფილიპ ლაცარინიმ თავის პოსტში სოციალურ მედია X-ზე.  

მეტი...

„გამოიჩინეთ გამბედაობა და არ გააუქმოთ პრეზიდენტის ვეტო“- უიტსონი

აშშ-ს  ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”  კანონპროექტზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა. უიტსონი საქართველოს ხლისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის მსგავსი გამბეოდაობა გამოჩინონ და  ვეტო არ დაძლიონ. „მიხარია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უცხოელი აგენტების კანონზე ვეტოს დადების გზით. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო”-  წერს უოტსონი.    

მეტი...

„შანსით ისარგებლეთ ძვირფასო საქართველს მთავრობავ“- მაიკლ როთი

„ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. როთის თქმით პრეზიდენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე ვეტოს დადება არის შანსი და მთავრობას მოუწოდებს ისარგებლონ ამით. „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა. ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად“, – წერს როთი.

მეტი...

ე.წ ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტში განიხილავენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, 20 მაისის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.­ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი დაუბრუნა და პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს.   პრეზიდენტი სრულად იზიარებს “საგადასახო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.    

მეტი...