თინა ბოკუჩავა, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ხვდება

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ევროკავშირის საელჩოში, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ხვდება. საუბრის თემა რუსული კანონი და მის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, სამართალდამცველების ძალადობაა:

„ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის ევროკავშირის მხრიდან, როდესაც ასეთი მაღალი წარმომადგენელი ჩამოდის, რომელიც უშუალოდ აღჭურვილია ევროკომისიის პრეზიდენტის ნდობით.

იცით, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები განიხილავენ პერსონალურ სანქციებს იმ 83 მოღალატის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს რუსულ კანონს და ასევე, სხვა ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ძალადობას და უკანონობას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის საუბარია კონკრეტულ სპეცრაზმელებზე და პოლიციელებზე, რომლებიც გასცემენ ან ასრულებენ უკანონო ძალადობრივ დავალებებს, იქნება ეს ლევან ხაბეიშვილის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თუ იმ ათობით ახალგაზრდის წინააღმდეგ, რომელიც ხდება ანგარიშსწორების სამიზნე რუსული ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ შეხვედრის დაწყების წინ.

მსგავსი თემები