მოვუწოდებ შსს-ს, არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ – იოსელიანი

სახალხო დამცველმა, შსს-ს მოუწოდა, რომ არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ და არ იძალადოს დემონსტრანტებზე – განცხადება ლევან იოსელიანმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ასევე, მან აქციის მონაწილეებსაც მიმართა, რომ დაიცვან შეკრების მშვიდობიანი ფორმა.

„ჩემი დღევანდელი ბრიფინგი პირველ რიგში ემსახურება პირველად შეფასებას გუშინდელი სამწუხარო მოვლენების, რაც ჩვენ ვიხილეთ და ამავე დროს დღევანდელი აქციის წინ გაფრთხილებას პირველ რიგში შსს-სი, რომ არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არ ჩაერიოს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში, არ იძალადოს მათზე.

ასევე მინდა მოვუწოდო აქციის მონაწილეებს, დაიცვან შეკრების ფარგლები და მისი მშვიდობიანი ფორმა, იმისთვის, რომ ეს არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში.

რაც შეეხება შეფასებას, ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიდეოჩანაწერების და დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად მსურს საზოგადოებას წარვუდგინო ჩემი პირველადი შეფასება.

ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება შეიძლება იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა, თუმცა მთავარია გათავისუფლებისას გამოყენებული ძალა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რაც ჩვენი დაკვირვებით, ცალკეულ შემთხვევებში არ იყო სახეზე. მოგვიანებით, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, სამართალდამცველმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ წიწაკის სპრეი, მათ შორს დამიზნებით. ასევე, ზოგადად, აქციის მონაწილეების მიმართ, აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე მოხდა, რასაც ზოგჯერ თან ახლდა ტერიტორიის განთავისუფლება. მისი გამოყენების საფუძველი არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა. გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ აქციის მონაწილეები სპეციალური საშუალების გამოყენების თაობაზე არ გაუფრთხილებიათ წინასწარ“, – განაცხადა იოსელიანმა. 

მსგავსი თემები