მდინარე სუფსაში გადავარდნილი სატვირთოს მძღოლი გადარჩა

სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც მდინარე სუფსაში გადავარდა, ცოცხალია. მას დაზიანებები არ მიუღია. მამაკაცი მდინარიდან მაშველებმა და მეთევზეებმა ამოიყვანეს.

რაც შეეხება ტრაილერს, მისი ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც ტრაილერის მძღოლი აცხადებს წინ მიმავალმა მანქანამ დაამუხრუჭა, მან კი საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა. მძღოლი მანქანიდან თავად გადმოძვრა.

„ჩემ წინ ავტომანქანების კოლონა მიდიოდა, სხვა გზა არ მქონდა დავამუხრუჭე და გადავვარდი. მაშველებმა გამომიყვანეს, მანქანის ამოყვანა ჯერ არ მოხერხდება. მოძრაობა რომ შენელდება, გვიან ღამით ამოვიყვანთ ,“ – განაცხადა ტრაილერის მძღოლმა, ალექსი მაისურაძემ.

 

მსგავსი თემები