„მოღალატეები“ – ასეთია მათი სტატუსი, ვინც რუსეთი დატოვა

რუსეთის მხრიდან უკრაინასთან დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაცია ათასობით ადამიანმა დატოვა. იმ დისკომფორტისა და სანქციების გამო რაც ფედერაციას მსოფლიომ დაუწესა, რუსეთს მოქალქეები ქვეყანას ტოვებენ. გარბიან იქ, სადაც შეუძლიათ და თან გადააქვთ თავიანთი ბიზნესი.

ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა, სადაც რუსეთის მოქალაქეები შექმნილი დისკომფორტის გამო ათასობით შემოდიან, საქართველოა.

დუმის სპიკერი ამ ადამიანებს მოღალატეებს უწოდებს.

„ისინი, ვისაც ამ დროს დალოდება სურდათ, წავიდნენ თბილ ქვეყნებში და იქიდან უყურებენ ამ ყველაფერს, უნდა იცოდნენ, რომ მოღალატეები არიან“, – ასეთია რუსეთის დუმის სპიკერის,  ვიაჩესლავ ვოლოდინის შეფასება.

 

მსგავსი თემები