გუდაურიდან დაღუპულთა ცხედრები ამოასვენეს და პროზექტურაში გადაასვენეს

სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდნილი ვერტმფრენში მყოფი 8ვავე ადამიანის ცხედარი ხრამიდან ამოასვენეს და პროზექტურაში გადაასვენეს. ასევე ამოსვენებულია უცხოელი ტურისტის ცხედარი, რომელიც პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომელიც სამაშველო ოპერაციას ახორციელებდა, ხეობაში ჩამოვარდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი. ექსპერტიზა დაახლოებით 2 კვირაში დაადგენს მიზეზს.

 

მსგავსი თემები