გუდაურში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

გუდაურში ჩამოვარდნილი სამაშველო ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების ამოსაყვანად შესაბამისი ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდაცვლილთა ოჯახები კი ცხედრებს ელოდებიან.

როგორც გარდაცვლილი პოლოტის, პოლიციის პოლკოვნიკ ზაზა ლორიას მეუღლე აცხადებს, მისი მეუღლე შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, სამაშველო ოპერაციის გამო გამოიძახეს.

შს მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილების ამოსვენების სამაშველო ოპერაცია მთელი ღამე გაგრძელდება, სანამ რვავე გარდაცვლილს არ ამოიყვანენ. შემდეგ კი მათ პროზექტურაში გადაასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი უცხოელი ტურისტის დასახმარებლად თბილისიდან სამაშველო ჯგუფი გაფრინდა. ვერტმფრენი კი სამაშველო ოპერაციის დაწყებისას ხრამში ჩავარდა და აფეთქდა.

 

მსგავსი თემები