ვინ არიან ის ადამიანები, ვინც სამაშველო ოპერაციისას დაიღუპნენ?!

​მფრი­ნა­ვე­ბი: ანდრო ქუჯოშვილი,​ ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმიტრი ქა­ა­ძე; მაშ­ვე­ლე­ბი:  კახა ტორ­ჩი­ნა­ვა და გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი; სასწრაფოს დახმარების ექი­მები:  ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი და  გიორგი ვე­ნეც­კი – ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც გუდაურში, პარაპლანით ჩამოვარდნილი ტურისტის საშველად მიფრინავდნენ, თუმცა, ეს საბედისწერო ფრენა სიცოცხლის ასად დაუჯდათ.

შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობისას,  სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ის ადგილზე აფეთქდა. დაიღუპა ვერტმფრენში მყოფი ყველა ადამიანი.

გარდაიცვალა უცხოელი პარაპლანისტიც. გადარჩა მხოლოდ ერთი ქართველი, რომელიც უცხოელთან ერთად პარაპლანზე იმყოფებოდა. ის კლინიკაში იმყოფება.

მომხდარის გამო, საქართველოში დღეს გლოვის დღეა.

 

მსგავსი თემები