,,დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში”- ჯინ შაჰინი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, აუცილებელია  ევროკავშირის მიერ დადგენილი  რეკომენდაციების შესრულება, რათა საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მისი თქმით, რეფორმების განხორციელება საუკეთესო შანსია დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად. „ქართველი ხალხი თავს დაუცველად გრძნობს და მე ვიცი, რომ შეერთებულ შტატებში არსებობს მხარდაჭერა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობას, წინ წაწიოს ინკლუზიური რეფორმების ძალისხმევა. ჩვენი გზავნილია: „დაგვეხმარეთ იმაში, რომ დაგეხმაროთ“ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა. ამასთან, სენატორი აღნიშნავს, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კრიტიკული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, თუმცა გარკვეული სფეროები კვლავ პროგრესს მოითხოვს.…

მეტი...

,,პუტინის მანტრა “ომი ბოლო უკრაინელამდე” რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული გენოციდის კიდევ ერთი დასტურია“- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „დასავლეთს რუსეთთან ომი უკანასკნელ უკრაინელამდე სურს“. პოდოლიაკის თქმით, პუტინის განცხადება, რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული გენოციდის კიდევ ერთი დასტურია. „არანაირი „კოლექტიური დასავლეთის“ გეგმა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ კონკრეტული z-არმია, რომელიც შემოვიდა სუვერენულ უკრაინაში, ბომბავს ქალაქებს და ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას. ყველაფერი დანარჩენი პრიმიტიული პროპაგანდაა. ამიტომაც ბატონი პუტინის მანტრა “ომი ბოლო უკრაინელამდე” რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული გენოციდის კიდევ ერთი დასტურია“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერში“.

მეტი...

,,მხოლოდ სულელს შეუძლია იფიქროს, რომ ყველაფერი კარგად მიდის”- ალექსეი არესტოვიჩი პუტინს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი, ალექსეი არესტოვიჩი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, უკრაინაში რუსულ ჯარს „ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია“. არესტოვიჩის თქმით, მხოლოდ სულელს შეუძლია იფიქროს, რომ ყველაფერი კარგად მიდის. „ამ ყველაფერზე ერთი პასუხი მაქვს: არ დაგიწყიათ, მაგრამ უკვე ამთავრებთ ამ ყველაფერს. ყველა ეს მცდელობა ძალიან ხანმოკლეა.  მხოლოდ სულელს შეუძლია იფიქროს, რომ ყველაფერი კარგად მიდის,”- განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა. „რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია“ – ვლადიმერ პუტინი  

მეტი...

აშშ-ში ქალმა 3 შვილი ტბაში დაახრჩო, შემდეგ კი თავი მოიკლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალმა 3 შვილი ტბაში დაახრჩო, შემდეგ კი თავი მოიკლა. მედიის ინფორმაციით, საზარელ შემთხვევამდე ბრალდებულის ქმარმაც თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, დედის მიერ მოკლული შვილები 3,4 და 5 წლის იყვნენ. სამედიცინო ექსპერტიზით დაადგინა, რომ ბავშვების გარდაცვალების მიზეზი დახრჩობა. პოლიციამ მათი ცხედრები  მინეაპოლისის ტბაში იპოვა.

მეტი...

,,ომი ყველაზე მეტად აზიანებს ევროპას, ამერიკა არ სუსტდება, ჩინეთი ძლიერდება და ევროპა იტანჯება”- უნგრეთის პრემიერი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის,  ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე მეტად ევროპას აზიანებს, რადგან  მკვეთრად იზრდება ენერგიის ფასი და ინფლაცია. ორბანის თქმით, საჭიროა სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები. „დღეს ყველა ხედავს, რომ ომი ყველაზე მეტად აზიანებს ევროპას. ამერიკა არ სუსტდება, ჩინეთი ძლიერდება და ევროპა იტანჯება. ევროპას მშვიდობა სჭირდება და არა ომი. უნგრეთისა და ევროპის საზღვრებზე ომია. ომის შედეგად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომის ინფლაცია ხელახლა გაჩნდა. ენერგიის ფასები მკვეთრად იზრდება და ეს ასუსტებს ევროპას. ომმა და სანქციებმა ერთად განაპირობა ის, რომ დღეს ევროპისთვის ყველაზე ძვირადღირებული რამ არის ენერგია. ამიტომ, ევრო დოლართან…

მეტი...

„გააჩერეთ თქვენი ხელის პოლიტიკოსები საქართველოში და მის გარეთ“ – დიმიტრი ხუნდაძე

„მსურს გამოვეხმაურო ოპოზიციის დღევანდელ, ახალ ბრალდებებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, ხალხში 1% მხარდაჭერით, ბრალს გვდებს „ქართული ოცნებიდან“ გასულ სამ დეპუტატს, თითქოს ომის თემა რუსული ნარატივია“ – აცხადებს ქართული ოცნებიდან“ გასული დიმიტრი ხუნდაძე და „ხელის პოლიტიკოსების“ გაჩერებას ითხოვს. „როგორც გიორგი ვაშაძეს ასევე სხვა ოპოზიციონერებს ძალიან სურთ, რომ პოლიტიკური ამნეზია დამართონ ხალხს, მაგრამ საბედნიეროდ მათ ყველაფერი კარგად ახსოვთ. მაგალითად: სახალხო დამცველი როგორ აღვივებდა ომის პროპაგანდას. მისი სიტყვებია: „დგება მომენტი, როცა ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს“, ოპოზიციის წარმომადგენლების და უკრაინელი მაღალჩინოსნების მოწოდება, რომ ახლა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შესვლის დროა. მათ სურთ უკრაინაში გამწარებული დედების ბედი ქართველმა დედებმაც…

მეტი...

„რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია“ – ვლადიმერ პუტინი  

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერი პუტინი აცხადებს, რომ რაც რუსეთმა უკრაინაში განახორციელა ეს არაფერია და რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სერიოზულად ჯერ არაფერი დაგვიწყია… თუ დასავლეთს კონფლიქტის პროვოცირება სურდა, რომ რუსეთთან ბრძოლის ახალ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის შეკავების ახალ ეტაპზე გადასულიყო, შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად შეძლეს. ნორმალურ პირობებში, ალბათ, ამის გაკეთება რთული იქნებოდა. თუმცა, რას მინდა, მივაქციო ყურადღება – მათ უნდა გააცნობიერონ, რომ წააგეს ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, რადგან მისი დაწყება ნიშნავს ამერიკული მსოფლიო წესრიგის კარდინალურ გარდატეხას. ეს ნიშნავდა ლიბერალურ-გლობალისტური ამერიკული ეგოცენტრიზმიდან ნამდვილად მრავალპოლარულ მსოფლიოზე გადასვლას“ – აღნიშნავს ოკუპანტი…

მეტი...

„დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეიცვალოს“ – პრეზიდენტი პრემიერის გადადგომაზე

უკრაინის პრეზიდენტსა და ბრიტანეთის აწ უკვე ყოფილ პრემიერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ბრიტანეთმა უკრაინის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთა და ეს პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, პრეზიდენტი ფიქრობს, რმ ბრიტანეთმა უკრაინის მიმართ დამოკიდებულება არ უნდა შეცვალოს. „ველაპარაკე ბორის ჯონსონს. მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენ მივიღეთ რუსული ტერორის პირველივე დღიდან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის იარაღი: საჰაერო თავდაცვის კომპლექსები – „სტინგერები“, მსხვილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საბრძოლო მასალები… წონიანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები, ფინანსური დახმარება ჩვენი სახელმწიფოსთვის – მხოლოდ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საჭიროებებისთვის 24 თებერვლიდან გამოყოფილია ორ მილიარდ ფუნტზე მეტი. თავისუფლების დაცვაში…

მეტი...

“მხოლოდ სულელს შეუძლია იფიქროს, რომ ყველაფერი კარგად მიდის” – უკრაინა რუსეთის წარმატებაზე

ვლადიმერ პუტინის „ზეიმს“ რომ უკრაინაში ყველაფერი კარგად და რუსეთის სასარგებლოდ მიდის, უკრაინული მხარე ეხმიანება. როგორც  პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს,  პუტინის კვეხნა, რომ რუსეთის ჯარს ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია, შიდა მოხმარებისთვისაა გათვლილი. „არ დაგიწყიათ, მაგრამ უკვე ამთავრებთ ამ ყველაფერს. ყველა ეს მცდელობა ძალიან ხანმოკლეა. თვენახევარი და, ვფიქრობ, რომ ისინი ნელ-ნელა მინელდება შეტევის მცდელობისას… მხოლოდ სულელს შეუძლია იფიქროს, რომ ყველაფერი კარგად მიდის”, – აცხადებს არსეტოვიჩი. ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში, ჯერ სერიოზული არაფერი დაუწყია.  

მეტი...

იაპონიის ყოფილ პრემიერს საჯაროდ ესროლეს

ყოფილ პრემიერ-მინისტრს ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ესროლეს, როცა ის საჯაროდ, სიტყვით გამოდიოდა. შემთხვევა ქალაქ ნარაში მოხდა. პრემიერი შინზო აბე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის დაიჭრა, თუმცა, გადარჩა. ყოფილი პრემიერი მოსახლეობას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებოდა და მიმართავდა.

მეტი...