,,პუტინის მანტრა “ომი ბოლო უკრაინელამდე” რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული გენოციდის კიდევ ერთი დასტურია“- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „დასავლეთს რუსეთთან ომი უკანასკნელ უკრაინელამდე სურს“.

პოდოლიაკის თქმით, პუტინის განცხადება, რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული გენოციდის კიდევ ერთი დასტურია.

„არანაირი „კოლექტიური დასავლეთის“ გეგმა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ კონკრეტული z-არმია, რომელიც შემოვიდა სუვერენულ უკრაინაში, ბომბავს ქალაქებს და ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას. ყველაფერი დანარჩენი პრიმიტიული პროპაგანდაა. ამიტომაც ბატონი პუტინის მანტრა “ომი ბოლო უკრაინელამდე” რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული გენოციდის კიდევ ერთი დასტურია“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერში“.

მსგავსი თემები