,,ომი ყველაზე მეტად აზიანებს ევროპას, ამერიკა არ სუსტდება, ჩინეთი ძლიერდება და ევროპა იტანჯება”- უნგრეთის პრემიერი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის,  ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე მეტად ევროპას აზიანებს, რადგან  მკვეთრად იზრდება ენერგიის ფასი და ინფლაცია. ორბანის თქმით, საჭიროა სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები.

„დღეს ყველა ხედავს, რომ ომი ყველაზე მეტად აზიანებს ევროპას. ამერიკა არ სუსტდება, ჩინეთი ძლიერდება და ევროპა იტანჯება. ევროპას მშვიდობა სჭირდება და არა ომი. უნგრეთისა და ევროპის საზღვრებზე ომია. ომის შედეგად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომის ინფლაცია ხელახლა გაჩნდა. ენერგიის ფასები მკვეთრად იზრდება და ეს ასუსტებს ევროპას. ომმა და სანქციებმა ერთად განაპირობა ის, რომ დღეს ევროპისთვის ყველაზე ძვირადღირებული რამ არის ენერგია. ამიტომ, ევრო დოლართან მიმართებით სუსტდება. ომში საკითხი არ არის ენერგიის ფასი, არამედ იქნება თუ არა გაზი, ნავთობი და ენერგია. ჩვენ გვჭირდება სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები. უნგრეთის პოზიცია თავიდანვე ნათელია: ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ ასევე წარმოვადგენთ ამას ევროპულ ფორუმებზე“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მსგავსი თემები