,,დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში”- ჯინ შაჰინი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, აუცილებელია  ევროკავშირის მიერ დადგენილი  რეკომენდაციების შესრულება, რათა საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მისი თქმით, რეფორმების განხორციელება საუკეთესო შანსია დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად.

„ქართველი ხალხი თავს დაუცველად გრძნობს და მე ვიცი, რომ შეერთებულ შტატებში არსებობს მხარდაჭერა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობას, წინ წაწიოს ინკლუზიური რეფორმების ძალისხმევა. ჩვენი გზავნილია: „დაგვეხმარეთ იმაში, რომ დაგეხმაროთ“ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

ამასთან, სენატორი აღნიშნავს, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კრიტიკული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, თუმცა გარკვეული სფეროები კვლავ პროგრესს მოითხოვს.

„მესმის, რომ ქართველი ხალხი, რომელიც უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმედგაცრუებული იყო იმით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, მაგრამ საქართველოს არა. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კრიტიკული რეფორმების განხორციელების მიმართულებით ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად, მაგრამ რჩება გარკვეული სფეროები, რომლებიც პროგრესს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ რეფორმების განხორციელებაში ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინკლუზიური პროცესის წარმართვით, პროგრესს მიაღწიოს“, – განაცხადა შაჰინმა „ამერიკის ხმასთან“.

მსგავსი თემები