ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა რუსეთს პასუხობს

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის აგრესიული პოლიტიკით უკრაინასთან მიმართებაში შეშფოთებას გამოხატავენ. 27 წევრი ქვეყანა კრემლს ერთიან წერის უგზავნის. ადრესატმა წერილი უკვე მიიღო, თუმცა, მისი შინაარსი, ამ ეტაპისთვის საჯარო არ არის.

წერილს 27 ქვეყნის საგარეო მინისტრი აწერს ხელს. როგორც ევროკავშირში განმარტავენ, ერთიანი წერილის გაგზავნა  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გადაწყვიტა.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უმაღლეს წარმომადგენელს მინისტრ ლავროვის გზავნილისთვის 27 წევრის სახელით უნდა ეპასუხა“, – აცხადებს კომისიის პრეს-სპიკერი.

მსგავსი თემები