„ომი უკრაინაში კატასტროფული იქნება“ – ლავროვი-ტრასის შეხვედრა

ბრიტანეთი რუსეთს მორიგ გზავნილს პირისპირ შეხვედრაზე უგზავნის და მოუწოდებს, ხელი აიღოს „ცივი ომის“ რიტორიკაზე.  ეს განცხადება ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც ბრიტანეთის საგარეო მინისტრი აცხადებს, ომის დაწყება კატასტროფული იქნება და ეს რუსეთმა კარგად უნდა გააანალიზოს.

„ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ უკრაინის საზღვარზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის თავმოყრას და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრას. ეს არის რეალობა. ომი უკრაინაში კატასტროფული იქნება რუსი და უკრაინელი ხალხისთვის და ევროპის უსაფრთხოებისთვის“ – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე.

ბრიტანელი საგარეო მინისტრი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ურჩევს,  დიპლომატიური გზა აირჩიოს.

„რუსეთს შეუძლია. გააძლიეროს როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრის მნიშვნელობა, თუ ის მიატოვებს „ცივი ომის“ რიტორიკას და ამის ნაცვლად ევროპის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვან დისკუსიებში ჩაერთვება ნატო-სთან. ამ დისკუსიებმა პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თუ ეს პრინციპები დაცული იქნება, მე მჯერა, რომ დღევანდელ მოლაპარაკებებში ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ პროგრესს ყველას უსაფრთხოების გასაძლიერებლად,“- აღნიშნა ლიზ ტრასმა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.

 

მსგავსი თემები