რა არის კორონავისუსით გარდაცვალების ძირითადი მიზეზები – პროფესორი მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

პროფესორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმამედიაცენტრ მთავართანკორონავირუსით გარდაცვალების ძირითად მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდაცვალება ძირითადად ორი მიზეზით ხდება.

„ძირითადად, გარდაცვალების მიზეზი მაინც არის ან დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია ან არის შემთხვევა, როდესაც პაციენტს აქვს ფონური, ქრონიკული დაავადებები. ადამიანების გარკვეულ კატეგორია უარს აცხადებს ჰოსპიტალურ მკურნალობაზე. ძირითადად მძიმე პაციენტები  ამბობენ უარს ჰოსპიტალიზაციაზე, ვინაიდან საზოგადოების გარკვეული ნაწილი ერთმანეთს რჩევას აძლევს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელონ მკურნალობა საავადმყოფოებში. რა თქმა უნდა, ეს იწვევს დაგვიანებულ მომართვიანობას და შემდგომში გარდაცვალებას. თუმცა, გარდაცვალების შემთხვევები, მაინც დელტა შტამთანაა დაკავშირებული“ – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა მედიცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები