მძიმე პაციენტია 1 232 პირი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე კორონავირუსის ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 228 153 – ია, საიდანაც: 6 085 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 472, აჭარაში – 771, იმერეთში – 1 257.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 232 პირი, მათ შორის, თბილისში – 482, აჭარაში – 137, იმერეთში – 406. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 291 პირი,  მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 38, იმერეთში – 26. 1 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 160 – თბილისში, 465 – აჭარაში. 220 210 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 0.

მსგავსი თემები