„დელტაკრონის“ შესახებ დეტალები უცნობია

„დელტასა“ და „ომიკრონის“ ვირუსის ახალი შტამი „დელტაკრონი“ კვიპროსში აღმოაჩინეს. სამედიცინო ექსპერტები, ამ ეტაპზე ახალი ვირუსის შესახებ ვერაფერს ამბობენ.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, არ არის გამორიცხული, ორივე ერთად ცირკულირებდეს.

„ორივე შტამი ჯერ არ გვინახავს, მაგრამ თეორიულადაც და პრაქტიკულადაც დასაშვებია, ორივე მუტაციის ცირკულირება. ამ ეტაპისთვის, „ომიკრონს“ „დელტა“ არსად ჩაუნაცვლებია. ორივე პარალელურ რეჟიმში ცირკულირებს.  დასაშვებია, ამ ტიპის შტამი ნიმუშში იყოს“, – განმარტავს ამირან  გამყრელიძე ახალ ვირუსთან დაკავშირებით.

 

მსგავსი თემები