„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები დღეს თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისიდან რიონის ხეობის მიმართულებით კოლონით გაემართებიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, კომპანიას არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ ხეობაში სამუშაოები გააგრძელოს და ისინი ამ პროცესს ხელს შეუშლიან. მისივე თქმით, მანამადე აქცია 26 მაისს 16:00 საათზე თბილისში გაიმართება. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს 16:00 საათზე ისევ ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, გამოვლენის ის პროცესი, რომელიც პრაქტიკულად უკვე ნახევარი წელია მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას და დავანახოთ საკუთარი სახე, თავი სარკეში, რომ ის არის კანონგარეშე და ამის შემდეგ ჩვენ დავიძრებით რიონის…

მეტი...

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დღესასწაული, პანდემიის გამო, გასული წლის მსგავსად, ამჯერადაც შეზღუდულ ფორმატში აღინიშნება. ზეიმი საბრძოლო მომზადების ცენტრის 250-მდე ახალწვეულის მიერ სამხედრო ფიცის დადებით დაიწყება. თბილისის გარდა, ფიცის დადების ცერემონიალი 5 ადგილზე – მათ შორის, სვანეთში გაიმართება და მისი ნახვა თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორებზე იქნება შესაძლებელი. თავისუფლების მოედანზე უკვე განთავსებულია ქართული სამხედრო წარმოების ჯავშანტექნიკა “დიდგორის” სხვადასხვა მოდიფიკაცია. ცერემონიის დასასრულს თავისუფლების მოედანს თავდაცვის ძალების კუთვნილი ახლად მოდერნიზებული სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადაუფრენს. ოპერის თეატრში კი გალა კონცერტი შედგება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობა და სხვადასხვა სახის…

მეტი...

26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

დღეს, 26 მაისს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 82 წელი სრულდება. ქართველი მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. ბაბუა – ვლადიმერ დემურია ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო. 1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისთვის. მეგობრებისა და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ. მერაბ კოსტავამ – მუსიკალური ნიჭით…

მეტი...