„უდანაშაულო მშობლებს ბრალის აღიარებას სთხოვენ“ – “ბავშვთა პორნოგრაფიის“ საქმეზე დაკავებულების ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

ბევრი საქმე მინახავს სადაც საპროცესო მოთხოვნებია დარღვეული, მაგრამ, რაც ამ საქმეში არის დარღვეული იშვიათად,- ამის შესახებ „ბავშვთა პორნოგრაფიის“ საქმეზე დაკავებული მშობლების ადვოკატმა გიორგი ონიანმა განაცხადა. ონიანის ინფორმაციით ბრალდების მხარე ცდლობს საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ უდანაშაულოდ დაკავებულების მიმართ გათავისუფლებულებს ჩვენებები მიაცემინონ. „თავად ბრალის ფორმულირება არის შეუსაბამობაში. იყო ასეთი ფაქტიც, დაპატიმრებულს, თურმე შეუძლია მივიდეს პოლიციაში გა გაეცნოს მასალებს, დაკავებული ქალბატონი გავიდა ციხიდან და პოლიციაში გაეცნო საქმეს. საინტერესოა, რომ პირველსავე დღეს ჩვენი პროცესის შეტანილი იყო განაცხადი საპროცესო შეთანხმებაზე, რაც არ იცოდა თავად ბრალდებულმაც კი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის და სხვა მშობლების მიმართ არავითარი მტკიცებულებები…

მეტი...

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 31 პაციენტი მკურნალობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან მათ ცენტრში მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული. ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 31 ადამიანი მკურნალობს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ეზუგბაია ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით განკურნებული კიდევ შვიდი პირიდან, ორი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. რაც შეეხება არსებული პაციენტების მდგომარეობას, კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ამჟამად ის მძიმე პაციენტად ითვლება. „ერთი პაციენტი გვყავდა კრიტიკული, რომელსაც უკვე როგორც კრიტიკულს აღარ მოვიხსენიებთ. ეს არის მძიმე, ინტენსიური პაციენტია, რადგან ჯერჯერობით შემცირებულად, მაგრამ მაინც მოიხმარს ჟანგბადს. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ინტენსიური სიმძიმით ფასდება, ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობს. პროგნოზირება…

მეტი...

“გამოჯანმრთელებულების რაოდენობა საკმაოდ სოლიდური რიცხვით აჭარბებს მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებს” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა საკმაოდ სოლიდური რიცხვით აჭარბებს მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებს. „გუშინდელი მონაცემებით, ჩვენ 695 დადასტურებული პაციენტი გვყავდა. გუშინ დაგვემატა ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევა და ახლა არის – 701 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 425, დაგვემატა შვიდი და არის – 432. დღეის მდგომარეობით, კოვიდცენტრებში მკურნალობს – 257 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის საკმაოდ სოლიდური რიცხვია, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 147-ით ჭარბობს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, ექვსი ახალი შემხთვევიდან სამი არის ბოლნისიდან, კიდევ სამი კი ზუგდიდის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. „ახალი პაციენტი არ გვყავს, რომლის წყარო უცნობია“, – დასძინა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

ბოჭორიშვილის კლინიკაში, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას ბოლო 24 საათის განმავლობაში ბოლნისიდან და ასევე, კარანტინის სივრციდან 6 პაციენტი დაემატა, მათგან ერთი მძიმეა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი 4 პაციენტი გამოჯანმრთელებას ელოდება. „ბოქსირებულ სექტორში არის 51 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 43. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 10. 2 პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში და მათი მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი პაციენტებიდან 6 არის ახალი. ისინი არიან გადმოყვანილი ბოლნისიდან და კარანტინიდან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთისა, რომელიც შემოსვლისთანავე გადავიდა რეანიმაციულ განყოფილებაში. 4 პაციენტი ელოდება გამოჯანმრთელებას, აქედან ერთ-ერთი ბავშვია,” – განაცხადა მაკა…

მეტი...

„იღებს იარაღს და დამიზნებით მესვრის“ – დეპუტატი დუმილს არღვევს, ექსკლუზიური ინტერვიუ ენზელ მკოიანთან

დეპუტატი, რომელიც თითქმის 20 წელია პარლამენტის წევრია, თუმცა, არც მედიასთან და არც ტრიბუნასტან აქტირუობით არ გამოირჩევა; რატომ არ ენდობა მედიას; რა მოხდა ახალქალაქში – ვინ ვის ესროლა; რა იყო შეიარაღებული დაპირისპირების წინაპირობა – ამ და სხვა ხმაურიან თემებზე დეპუტატი ენზელ მკოიანი „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს, რომლის ჩაწერაც არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა.     „მედიაცენტრი მთავარი:“ ბატონო ენზელ, ძალიან რთული აღმოჩნდა თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა. 1998 წლიდან საპარლამენტო ჟურნალისტი ვიყავი და არც ერთხელ, თქვენთან ინტერვიუ არ ჩამიწერია. სანამ კონკრეტულ თემებზე დავიწყებთ საუბარს, გთხოვთ, აგვიხსნათ მედიასთან თქვენი დისტანცირების მიზეზები? ენზელ მკოიანი: ძალიან კარგია,…

მეტი...

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 90 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 90 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით უკვე 90 135 ადამიანი გარდაიცვალა. „ბიბისი“ წერს, რომ ბოლო ერთ დღეში ახალი ტიპის კორონავირუსით აშშ-ში 820 ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება უკვე 1.5 მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“ 270 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა. დადასტურებული შემთხვევებითა და გარდაცვლილთა რიცხვით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი რობერტ რედფილდი ვარაუდობს, რომ პირველი ივნისისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 100 000-ს გადააჭარბებს.

მეტი...

აჭარაში გამოკვლეული 39 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

მე-18 დღეა აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება. დღეს მნიშვნელოვნად შემცირდა აუცილებელი და მიზნობრივი ტესტირების რიცხვიც. დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში გასული დღე-ღამის განმავლობაში 39 პირი გამოიკვლიეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა პასუხი უარყოფითია.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 99 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 99 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 98 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 1 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის…

მეტი...

საქართველოში დღეიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა

დღეიდან საქართველოში სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება 14 მაისს გამართულ მთავრობის სხდომა იქნა მიღებული. სილამაზის სალონებს და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს მუშაობა სპეციალური რეკომენდაციების და გაიდლაინების გათვალისწინებით მოუწევთ. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ძირითად რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებელთა მოცდა. ამავე რეკომენდაციების თანახმად, საერთო სივრცეში 5 კვ.მ-ზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი მომხმარებელი და ეს ფართი ასევე მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს. ასევე, თითოეულ სამუშაო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – იფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 701 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი შვიდით გაიზარდა და 432 შეადგინა. ამ დროისთვის კლინიკებში კორონავირუსით მკურნალობს სულ 257 მოქალაქე. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პირი. რაც შეეხება ტესტირებებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პისიარტესტით (PCR) პირველადი ტესტირება უკვე ჩაუტარდა 39 573 პირს/

მეტი...

გაერო კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს

საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებიც გაერო-ს „კოვიდ-19“-თან (კორონავირუსთან) რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად, – ინფორმაციას საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, გაერო-ს „კოვიდ-19“-თან რეაგირებისა და აღდგენის მრავალპარტნიორული სატრასტო ფონდი არის უწყებათაშორისი დაფინანსების მექანიზმი, რომელიც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა შექმნა 2020 წლის 31 მარტს. მისი მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს ჯანდაცვის კრიზისის დაძლევაში   და პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებთან გამკლავებაში. გაერო-ს წარმომადგენლობის ინფორმაციით, 15 მაისს სატრასტო ფონდმა გაერო-ს სააგენტოთა ჯგუფს საქართველოში ერთი მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც ჯანდაცვის კრიზისზე რეაგირებასა და…

მეტი...

იმერეთში მე-17 დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

იმერეთის რეგიონში უკვე მე-17 დღეა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 44 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია. ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ბიოლოგიური ნიმუშები იყო. იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 200 მოქალაქე იმყოფება.

მეტი...

დღეიდან 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა მოიხსნა

დრეიდან, 3 ადამიანის შეკრების თაობაზე შეზღუდვები მოიხსნება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. ამასთან, კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების თაობაზე. კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები კი უნდა ისხდნენ ავტომობილის უკანა სავარძელზე.

მეტი...