საქართველოში დღეიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა

დღეიდან საქართველოში სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება 14 მაისს გამართულ მთავრობის სხდომა იქნა მიღებული.

სილამაზის სალონებს და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს მუშაობა სპეციალური რეკომენდაციების და გაიდლაინების გათვალისწინებით მოუწევთ. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ძირითად რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებელთა მოცდა. ამავე რეკომენდაციების თანახმად, საერთო სივრცეში 5 კვ.მ-ზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი მომხმარებელი და ეს ფართი ასევე მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს. ასევე, თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია.

მსგავსი თემები