2020 წლის პირველ კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 134 ადამიანი დაიღუპა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ 1236 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 1610 ადამიანი დაზარალდა, ხოლო 134 დაიღუპა. საქსტატის მონაცემებითვე, ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 48 იყო სიმთვრალით გამოწვეული. რაც შეეხება გასულ წელს, საქსტატის ცნობით, 2019 წელს 5836 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 481 ლეტალობით დასრულდა.

მეტი...

“ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს” – ლევან რატიანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 61 პაციენტი მკურნალობს. კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი ეწერება, კიდევ 10-მა კი შესაძლოა, კლინიკა უახლოეს მომავალში დატოვოს. კლინიკის ხელმძღვანელ ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას ბოლო 24 საათში ახალი პაციენტები არ ჰყოლია. მისივე თქმით, იმედი აქვს, ასე გაგრძელდება და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა რამდენიმე კვირაში კორონავირუსთან ბრძოლას მოიგებს. „დღეს კლინიკიდან ეწერება ექვსი გამოჯანმრთელებული პაციენტი. მიღებული გვაქვს 10 პაციენტის პირველადი პასუხი. იმედია, ათივესთან მოვა განმეორებით უარყოფითი და დღის ბოლოს კიდევ ათი პაციენტი დატოვებს კლინიკას. გვყავს ორი ორსული ქალბატონი, რომელთანაც დადასტურებულია კორონავირუსი, ორივე ამ ეტაპზე სტაბილურია. ახალი შემთხვევა…

მეტი...

„ცხელება, ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, დიარეის შეგრძნება, თავის ტკივილი“ – კორონავირუსის ძირითადი სიმპტომები

„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“ იმ სიმპტომებზე საუბრობს, რაც კორონავირუსს საწყის ეტაპზე ახასიათებს. ლიკა მუმლაძის ინფორმაციით სიმპტომები მოგვიანებით დაავადების პროგრესირების მიხედვით ვითარდება. ლიკა მუმლაძე შექმნილ სიტუაციაში კლინიკის რესურსზეც ამახვილებს ყურადღებას. „ძირითადი სიმპტომებია: ცხელება, ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, დიარეის შეგრძნება, თავის ტკივილი, ეს შემთხვევები შემდეგ განიცდის განვითარებას. ჩვენი კლინიკა სრულად არის მომზადებული, 15 აპრილიდან ვმუშაობთ, როგორც კოვიდ ცენტრი, 80 პაციენტამდე შეგვიძლია მივიღოთ, გვაქვს 18 მართვითი სუნთქვის აპარატი. საგულისხმოა, რომ გამოცდილებამ ბევრი რამ გვაჩვენა, ყველა პაციენტთან მიმდინარეობა ინდივიდუალურია და მიდგომა და მკურნალობაც შესაბამისი სჭირდებათ,…

მეტი...

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 107 ახალი ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 107 ახალი ფაქტი გამოვლინდა. უწყების ცნობით, პოლიციამ, 4 მაისის 21:00 საათიდან 5 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 86 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 16 მოქალაქე დააჯარიმეს. პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის…

მეტი...

„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“  კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

ამჟამად ჩვენს კლინიკაში 15 დადასტურებული შემთხვევაა, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის, – ამის შესახებ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ლიკა მუმლაძის ინფორმაციით პაციენტები მათ კლინიკაში მოგზაურობის ისტორიით მოხვდნენ, კლინიკური დირექტორის განცხადებით მათთან არცერთი ადგილობრივი არაა. „ჩვენთან არცერთი პაციენტი არ არის ადგილობრივი, ძირითადად არიან საზღვრის კვეთით შემოსულები, ესაა ლარსი. გვყავს 14 დან 67 წლამდე პაციენტები, საშუალო არის 47 წლის, კრიტიკული არცერთის მდგომარეობა არაა, თუმცა 15 – დან გვაქვს 6 პაციენტთან პნევმონია. გუშინ გავწერეთ ორი გამოჯანმრთელებული, რომლებიც მოვიდნენ 17 აპრილს, მათაც გადმოკვეთეს რუსეთის საზღვარი,…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, სავარუდოდ ორი გამოჯანმრთელებული დატოვებს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს. ამასთან, გასაწერად ემზადება კიდევ ორი პაციენტი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ უკვე აუღეს განმეორებითი საკონტროლო ტესტი და თუ პასუხები კვლავ უარყოფითი იქნება, პაციენტები კლინიკას ხვალ დატოვებენ. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს სულ 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ამასთან, კლინიკაში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით ახალი პაციენტი ამ დროისთვის არ მიუღიათ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი.

მეტი...

“დღეს გვაქვს ერთი გამოჯანმრთელება და არც ერთი დადასტურებული პაციენტი” – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

ყველასთვის სასურველია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები და ახალი კორონავირუსის  პანდემიის დასასრულის თარიღი, რომელსაც ისინი ასახელებენ, სიმართლე იყოს, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა კითხვაზე, სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის კვლევასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 97 პროცენტიანი ალბათობით 2020 წლის ივნისის დასაწყისში დასრულდება. მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რიცხვები ბევრ რამეზე მიუთითებს. „ჩვენ ყოველთვის კომპეტენტური ვართ ჩვენი კლინიკის ფარგლებში და დანარჩენ კვლევებზე შემიძლია, ვთქვა, რომ დიდი სურვილია, ეს სიმართლე იყოს. რიცხვები ბევრ რამეს გვიჩვენებს. დღეს მაგალითად, გვაქვს ერთი გამოჯანმრთელება და არც ერთი დადასტურებული პაციენტი, ბოლო დღეების განმავლობაში პირველი შემთხვევაა ასეთი,…

მეტი...

“გუშინ დილის მონაცემებით, გვყავდა 593 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა – 11” – მარინა ეზიგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 10 ბოლნისს უკავშირდება, ერთის ინფიცირების წყაროს მოძიება კი მიმდინარეობს. ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს ახალი პაციენტები არ ჰყავს. ამასთან, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კოვიდ-ცენტრებში ამჟამად 355 პაციენტი მკურნალობს. „გუშინ დილის მონაცემებით, გვყავდა 593 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა – 11. დღეს დილისთვის არის – 604 დადასტურებული შემთხვევა. 11 პაციენტიდან 10 არის ბოლნისის წყაროდან, ერთის წყაროს მოძიება ახლა გრძელდება. გამოჯანმრთელებული გვყავდა 223 პაციენტი, დაემატა – 17 და გვყავს 240 პაციენტი გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემების შეჯამებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს, კოვიდ-ცენტრებში 355 პაციენტი მკურნალობს“,…

მეტი...

“ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 18 857 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა – 9 630” – საგარეო უწყება

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 5 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18 857 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 9 630 მოქალაქე. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები „კოვიდ 19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ…

მეტი...

ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 604 – მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა და 604 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4887 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500 პირი. ინფორმაციისთვის, 604 ადამიანიდან 240 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4887, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500 პირი.

მეტი...

4 წლის წინ “გარდაცვლილი” ფეხბურთელი ცოცხალი აღმოჩნდა

გერმანული გამოცემა „ბილდი“ „შალკეს“ ყოფილი მცველის, ჰაინიკ კამბას, შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ფეხბურთელი, რომელსაც ოთხი წელი დაღუპულად მიიჩნევდნენ, ცოცხალი აღმოჩნდა. როგორც გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს, 2016 წელს ფეხბურთელი დაღუპულად გამოაცხადეს კონგოში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად. ოთხი წლის შემდეგ, კამბა ოჯახთან ერთად გერმანიაში, კერძოდ რურის ოლქში აღმოაჩინეს. ფეხბურთელი ეჭვმიტანილია საკუთარი სიკვდილის ინსცენირებაში დაზღვევის მიღების მიზნით. გერმანიის პროკურატურა კამბას ცოლის მიმართ გამოძიებას აწარმოებს. როგორც ვარაუდობენ, მან 2016 წელს სადაზღვევო კომპანიას ქმრის სიკვდილზე ყალბი დოკუმენტები წარუდგინა. 33 წლი კამბა „შალკეს“ აღზრდილია და თამაშობდა ამ გუნდის ახალგაზრდულ შემადგენლობაში, რის შემდეგაც გერმანიის ჩემპიონატის დაბალი დივიზიონების კლუბებში ცდიდა…

მეტი...

დღეს ათენიდან, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ათენიდან თბილისის მიმართულებით. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, „კოვიდ 19“-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს არის მესამე ჩარტერული რეისი საბერძნეთიდან. მათივე ცნობით, მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ფეხმძიმე ქალბატონები და მათი თანმხლები პირები, არასრულწლოვანი და ხანდაზმული მოქალაქეები. „აღნიშნული რეისით ასევე ისარგებლებენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ტრანზიტულად მგზავრობდნენ საბერძნეთის გავლით და კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდნენ ქვეყნის დატოვებას. ავიარეისით სამშობლოს დაუბრუნდებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც „კოვიდ…

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს. ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსს 250 134 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოში კორონავირუსით 3 571 615 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 1 145 407 კი გამოჯანმრთელდა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (68.4 ათასი) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა იტალია (29 ათასი), მესამეზე კი – დიდი ბრიტანეთი (28.8 ათასი).

მეტი...

“საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება პოზიტიურ ტრაექტორიას” – ირაკლი ჩიქოვანი

“გადაწყვეტილებები ჩვენ თავიდანვე მივიღეთ. ეს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველოში საერთოდ არ იყო დაფიქსირებული „კოვიდ-19“-ის შემთხვევა, ჩვენ დავინახეთ, რომ ეს იყო საფრთხე, რომელიც საქართველოს გვერდს არ აუვლიდა. შევეცადეთ, მაქსიმალურად, შეგვეკავებინა ვირუსი, რათა მაქსიმალურად ნაკლები ადამიანი დაინფიცირებულიყო ქვეყანაში და შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემას ჰქონოდა უფრო მეტი შესაძლებლობა, ადეკვატური სერვისი შეეთავაზებინა მათთვის, ვისაც ეს დასჭირდებოდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ანალიზის საფუძველზეა გაკეთებული. „გვესმის, რომ დაწესებული შეზღუდვები არის საკმაოდ რთული და ყველას მოუწია ცხოვრების ყოველდღიური წესის…

მეტი...

“დახმარების გაცემა მაისის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად დაიწყება” – თამარ ბარკალაია

“დახმარების გაცემა მაისის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად დაიწყება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა. „პირველ რიგში, დახმარებას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ბაზებში და შემოსავლების სამსახურის ბაზებში უკვე იდენტიფიცირებული არიან. ესენი არიან ფორმალურად დასაქმებული ადამიანები, რომლებიც უმუშევარი დარჩნენ; ადამიანები, რომლებიც უკვე არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მათი ქულა არის 65 000-დან 100 000-მდე, ან 100 000-ს ქვემოთ და ისინი მრავალშვილიანები არიან; ასევე, შშმ პირები მძიმე და ღრმა შეზღუდვით და შშმ ბავშვები“, – განაცხადა ბარკალაიამ. მისი თქმით, თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის პროცესი 15 მაისიდან დაიწყება. „ჩვენს ვებგვერდზე გაიხსნება პორტალი, სადაც მათ…

მეტი...