„ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის აქციაზე სცემეს, გარდაიცვალა. ლექსო სახლში, საკუთარ საწოლში გარდაცვლილი დედამ იპოვა. ლექსოს “სირცხვილიას” ოფისში სახის ძვლები დაუმტვრიეს.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისის აქციაზე, რომელიც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გაიმართა, 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„მედიაცენტრი მთავარი“ იზიარებს კოლეგების, ოჯახის, ახლობლების ამ დიდ ტკივილს და სამძიმარს უცხადებს ყველას.