მამაო სცემეს – ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ტაძართან

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მამა ანანია კალანდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო როგორც პოლიცია, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ამ წუთებში, მამაოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ტაძართან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც  ეკლესიის ეზოში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. მეუფე სტეფანეს მხრიდან მღვდელმსახურება შეჩერებული სასულიერო პირები მას ტაძრის ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ და მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებდნენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მამა ანანიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.  

მსგავსი თემები