თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინების ლობირებას უარყოფს და ბოდიშის მოხდას ითხოვს

ინფექციური საავადმყოფო დირექტორი თენგის ცერცვაძე უარყოფს განცხადებას, რომ ის ჩინურ ვაქცინის შემოტანას უჭერს მხარს და ლობირებს კიდეც. როგორც მთავარი ინფექციონისტი აცხადებს, მას ვაქცინების შემოტანასთან მინიმალური შეხებაც კი არ აქვს.  

„რაც შეეხება ჩინური ვაქცინის ლობირებას, მსგავსი, სულ ოდნავ მიახლოებულიც კი არაფერი ყოფილა და ვერც იქნებოდა. ჯერ ერთი, მე არც საკოორდინაციო საბჭოს და არც ვაქცინების საბჭოს წევრი არ ვარ და არანაირი, მინიმალური შეხებაც კი არ მაქვს ვაქცინების შემოტანა-არშემოტანასთან და ეს ბ-ნმა სერგომაც ძალიან კარგად იცის. მე მკურნალი ექიმი ვარ და მხოლოდ იმას ვლობირებ და ალბათ, წარმატებითაც, რომ რაც შეიძლება მეტი COVID ავადმყოფი გადავარჩინოთ. მეტი არაფერი.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას ვაქცინების მიმართ – არც ერთხელ არსად არ მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა და ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი და ვამბობ, რომ მხოლოდ ის ვაქცინა უნდა შემოვიტანოთ, რომელსაც ოფიციალური საერთაშორისო (FDA, EMA, ჯანმო და სხვ,) აღიარება აქვს. თუ ასე არ არის, ერთი მტკიცებულება მაინც მაჩვენონ (ახლა ხომ ყველა სიტყვა ფიქსირდება და ვერაფერს დამალავ).

ახლა, რაც შეეხება იმ კონტექსტს, რომელშიც ჩინურ და რუსულ ვაქცინებს ვახსენებ და რაც ბ-ნი სერგოს და მისი თანამოაზრეებს ძალიან არ მოსწონთ“ – აცხადებს თენგის ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ სერგო ჩიხრაძემ თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქციის ლობირებაში დაადანაშაულა.

მსგავსი თემები