„თუ ყველა წესს დავიცავთ, მესამე ტალღა არ გვექნება“ – ამირან გამყრელიძე

  •  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის  მესამე ტალღა იქნება თუ არა, ეს დამოკიდებულია მოსახლეობაზე და მათ ქცევებზე.

„მეორე ტალღის პიკი ნოემბერ-დეკემბერში გავიარეთ. თუ ჩვენ ყველა წესს დავიცავთ და რა პროგრესიც გვაქვს, მოვუფრთხილდებით, მესამე ტალღა არ გვექნება“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ერთ-ერთი მთავარი დაცვა ისევ პირბადის ტარებაა და ეპიდემიოლოგის თქმით, მაჩვენებელი 95%- მდე უნდა გაიზარდოს.

„თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე ავა, ქვეყანა აღარ გაივლის კოშმარს, რაც ნოემბერ-დეკემბერში გაიარა. ორშაბათიდან ტრანსპორტი იხსნება. ველოდებით, რომ სერიოზულად გაიზრდება მობილობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსები, მიკრო ავტობუსები გადავსებული არ იყოს. თუ წესებს დავიცავთ, შემთხვევები იქნება, მაგრამ იქნება ნაკლები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები