საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 529 პაციენტი

  •  

საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 529 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 149 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 095, „პისიარ“ ტესტით – 7 054.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 238 086 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 224 718 გამოჯანმრთელდა, 2 750 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 512 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 867, კლინიკურ სასტუმროში – 754.

ამასთან, 8 იანვრის, მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი.

მსგავსი თემები