“არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება” – ჯანმო

კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის მიწოდების მცდელობის დროს ქვეყნები საკუთარ ინტერესებს სხვების ინტერესებზე წინ აყენებენ, რაც პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციას აუარესებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„მოქმედება სტრატეგიულად და გლობალურად, ფაქტობრივად, თითოეული ქვეყნის ეროვნული ინტერესებია – არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება, – განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ონლაინ რეჟიმში გამართულ კონფერენციაზე დაა ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო „ვაქცინის ნაციონალიზმის“ დასრულებისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები