საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,10 ადამიანი გამოჯანმრთელდა

  •  

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1283 – მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10 – ით გაიზარდა და 1068 – ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7718. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მსგავსი თემები