ეგზიტპოლებით, “მილი მეჯლისში” უმრავლესობას მმართველი პარტია იკავებს

  •  

აზერბაიჯანში არჩევნები დასრულდა და საარჩევნო უბნები დაიხურა. ამ წუთებში, ერთ-ერთმა ამერიკულმა ორგანიზაციამ, რომელმაც ეგზიტპოლი ჩაატარა, პრესკონფერენცია გამართა და ადგილობრივ და საერთაშორისო მედიას არჩევნების პირველადი შედეგები გააცნო.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის პირველადი შედეგები, რომელიც ბუნებრივია, საბოლოო არ არის და ოფიციალურ შედეგებს არ ასახავს.

ამერიკული ორგანიზაციის გამოკითხვით, არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს, კერძოდ 125 მანდატიან პარლამენტში 69 ადგილს მმართველი პარტია – “ახალი აზერბაიჯანი” იკავებს;  41 – დამოუკიდებელი დეპუტატები; 3-3 მანდატს  – “სამოქალაქო სოლიდარობის პარტია” და “ერთიანი აზერბაიჯანი” და თითო-თითოს სხვა დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები.

22:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს და არჩევნების პირველად შედეგებს გამოაქვეყნებს. პრესკონფერენციას “მედიაცენტრი მთავარიც” დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების გამართვის იდეას, ის მმართველ პარტია „ენი აზერბაიჯანს“ („ახალი აზერბაიჯანი“) ეკუთვნის.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

ეკა გულუა, სპეციალურად „მედიაცენტრი მთავარისთვის“ ბაქოდან

მსგავსი თემები