ახალ ზელანდიაში წყალდიდობის გამო მოქალაქეების და ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო.
ყველაზე რთული ვითარება სოუთლენდის რეგიონშია, სადაც საგანგებო მდგომაროება გამოაცხადეს. ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 500-ზე მეტი ტურისტი გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულ მდინარეებში წყლის დონის დაკლებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება, რის შემდეგაც მოსახლეობას სალხებში დაბრუნების საშუალებას მისცემენ.