“ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას – მათ ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში” – დიმიტრი ხუნდაძე

  •  

საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს მოსახლეობას პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ულოცავს და ამბობს, რომ ეს არის საშუალება, მოსახლეობამ, განსაკუთრებით რეგიონებში, საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი ხმა მიაწვდინოს.

“ნაციონალურ მოძრაობას” დესტრუქციული გეგმები ჩაეშალა. ქვეყანა გააგრძელებს გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ განვითრებას. დღეს, პარლამენტმა უარი თქვა მოკლევადიან, მოჩვენებით სიმშვიდეზე. ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს და რეგიონის მოსახლეობას, რომ მათ ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. კონტაქტი მოსახლეობასა და საქათველოს პარლამენტს შორის არ შეწყდება, გრძლევადიან პერსპექტივარში, სტაბიულური და ძლიერი ხელისფლება გვეყოლება” – განაცხადა საპარამეტო უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ “მედიაცენტრ მთავართან”

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020-ის საპარლამენტო არჩევნები ისევ მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.

მსგავსი თემები