საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

ცოტა ხნის წინ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან შვეიცარიის ქალაქ ბაზელის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა.

10 სექტემბრიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით – ბაზელი, კოპენჰაგენი, ბრიუსელი, ტალინი, ეინდჰოვენი, ბარი და პოზნანი დაიწყო პირდაპირი რეგულარული ფრენები.

ამ დრომდე საქართველოდან შვეიცარიაში, ესტონეთსა და დანიის სამეფოში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.

მსგავსი თემები