ბრენდი „ქართული ოცნება“ დისკრედიტირებულია, გაგებაში არ არიან, რა უნდა ხალხს“ – ვატო შაქარაშვილი

„ამომრჩეველი არჩევანის გარეშე დატოვეს, საზოგადოებას არჩევანი ვერ შესთავაზეს, შესაბამისად, ცივილურად გამოხატეს პროტესტი და დარჩნენ სახლში“ – აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წარმომადგენელი ვახტანგ შაქარშვილი „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატის შეფასებით, მიღებულმა შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართველი ხალხი ხელისუფლებაში არ დააბრუნებს, თუმცა, მისივე თქმით, დღევანდელი გადასახედიდან, პერსპექტივა არც „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„არჩევნებში მიღებული შედეგებიდან შეიძლება ორი დასკვნა გამოვიტანოთ. ერთი ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში აღარ დააბრუნებს და ეს ზუგდიდის არჩევნებმა დაადასტურა კიდეც. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა, მოახერხა ზუგდიდელმა ამომრჩეველმა. სწორედ საზოგადოებამ მოახერხა არეულობისა და დესტაბილიზაციის პრევენცია. რაც შეეხება მთაწმინდაზე მოსახლეობის დაბალ აქტივობას, ეს იყო მოსახლეობის პროტესტი, რომელიც მათ ხელისუფლებას ცივილურად გაუგზავნეს“ – აღნიშნა შაქარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ სულ ტყუილად ჰქონია, რომ ისევ ჭარბი ნდობით სარგებლობს. რეალურად, მთაწმინდაზე მიღებული შედეგი პოლიტიკური და ადმინისტრაცული რესურსის გამოყენების მაქსიმუმია.

„მოსახლეობის დაბალი აქტივობაც არის არჩევანი. ეს არის მთაწმინდელების, თბილისელების არჩევანი. მათ მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს გაუგზავნეს პოლიტიკური გზავნილი, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა დარჩენილი ვართ არჩევნის გარეშე დატოვებული. ქართულ ოცნებას აღარ აქვს რესურსი იმ რაოდენობის. ეს იყო მისი მაქსიმუმი. ეს იყო პარტიული და ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმუმი. როგორც პიროვნებასთან ლადო კახაძესთან არანაირი პრეტენზია გამაჩნია, თუ ის იქნება ისევ იმ საქმიანობაში, მაღალი დონის ექიმი, მაგრამ მისი კანდიდატურის წამოყენება „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს იმის დასტური იყო, რომ საერთოდ გაგებაში არ არიან, რა არის საზოგადოების დაკვეთა. „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ისევ ჭარბი ნდობაა აქვს, არადა, ეს ბრენდი პოლიტიკური დისკრედიტირებულია“ – აღნიშნა ვახტანგ შაქარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები