,,რუსული აგრესია დამარცხდება ისე, რომ ვეღარავინ გაბედოს რაშიზმის გამეორება”- ზელენსკი

,,რუსული აგრესია დამარცხდება ისე, რომ მსოფლიოს ყველა სხვა პოტენციურმა აგრესორმა ვერ გაბედოს იმის გამეორება, რასაც რაშიზმი აკეთებს,”- ამის შესახებ უკრანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

,,ჩვენ ვიბრძვით უკრაინისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რომლებიც აერთიანებს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს, სიცოცხლის გლობალური ღირებულებისთვის. ყველაფრისთვის, რის განადგურებას ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო.

ეს არ არის ადვილი, რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავუმკლავდებით და რუსული აგრესია დამარცხდება ისე, რომ მსოფლიოს ყველა სხვა პოტენციურმა აგრესორმა ვერ გაბედოს იმის გამეორება, რასაც რაშიზმი აკეთებს,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები