,,აშშ მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენებას”- ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სანამ არსებობს ბირთვული იარაღი, აშშ-ის ფუნდამენტური როლი იქნება ბირთვული თავდასხმის შეკავება. მისივე განმარტებით, ატომური იარაღის გამოყენება მათაც შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ საგანგებო ვითარებაში.

,,მანამ, სანამ არსებობს ბირთვული იარაღი, აშშ-ის ფუნდამენტური როლი იქნება ბირთვული თავდასხმის შეკავება პარტნიორებსა და მოკავშირეებზე, ისევე როგორც საკუთარ თავზე. ამერიკის შეერთებული შტატები, მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, რათა დაიცვას საკუთარი პარტნიორებისა და მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესები”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მსგავსი თემები