ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2023 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ევროკავშირი კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივებს ეკონომიკურ სანქციებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ექვსი თვით, 2023 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივდა  სანქციები რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზე.

სანქციები  ამჟამად შედგება დარგობრივი ღონისძიებების ფართო სპექტრისგან, მათ შორის ფინანსების, ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის, მრეწველობის, ტრანსპორტის და ფუფუნების საქონელზე შეზღუდვების ჩათვლით.

მსგავსი თემები