დატყვევებული მერის გათავისუფლების მიზნით ოკუპირებული მელიტოპოლის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა 12.03.2022 მედიაცენტრი მთავარი მელიტოპოლის სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის მიტაცებულ შენობასთან, ქალაქის მერის, ივან ფედოროვის გათავისუფლების მოთხოვნით, 2 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა. ისინი რუს ჯარისკაცებს მიმართავენ დატყვევებული მერი გაათავისუფლონ და დატოვონ უკრაინა.