“ოცნების” სისულელეები თუ არ შევაჩერეთ, ნაცები მობრუნდებიან, მე კი ციხე მელის – სანდრო ბრეგაძე

  •  

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელისუფლებას გარკვეული პირობები წაუყენა, აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” შეცდომებისკენ იმიტომ უთითებს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მობრუნება არ დაუშვას.

როგორც სანდრო ბრეგაძე აცხადებს, პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში მას, საუკეთესო შემთხვევაში გლდანის ციხის კარანტინი ელის, უარეს შემთხვევაში კი ნაციონალები ოჯახიანად ააწიოკებენ.

“ზოგიერთ უგუნურს მივმართავ, რომ მწერენ, – სალომეს ნუ აკრიტიკებ, ნაცების საქმე კეთდებაო. ნაცები რომ დაბრუნდნენ, თქვენ ძველებურად გააგრძელებთ სამზარეულოში ფუსფუსს და არავინ შეგეხებათ, მე კი, უკეთეს შემთხვევაში გლდანის ციხის კარანტინში აღმოვჩნდები, უარეს შემთხვევაში ოჯახიანად ამაწიოკებენ. “ოცნება” თუ არ გააკრიტიკე, არ მიუთითე რომ არასწორ გზაზე დგანან, იღუპებიან. მაშინ ნაცები მართლა დაბრუნდებიან! რა ვქნა? ვეძახო ბიძინას, რომ მისი სახელი ზევსზე და იუპიტერზე დიდია, თუ გუგულის და ენძელას ვუმღერო სერენადები?  ვერ ხედავთ რომ უფსკრულში მიდიან და ჩვენც იქ მიგვათრევენ? “ოცნების” სისულელეები თუ არ შევაჩერეთ, ნაცები აუცილებლად მობრუნდებიან!”, – წერს სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

“ქართული მარშის” ლიდერების ხელისუფლებისადმი ერთ-ერთი მოთხოვნა, პარლამენტიდან გაეწვიათ მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონი, შესრულებულია. მეორე მოთხოვნა კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას შეეხება, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საჭიროება არ არის.

 

მსგავსი თემები