“ალტ-ინფოის” გუნდი პოლიტიკურ პარტიას ქმნის

“ალტ-ინფოის” გუნდი პოლიტიკურ პარტიას ქმნის.

ამ წუთებში დიდუბის საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში “ალტ-ინფოს” გუნდის ყრილობისთვის ემზადებიან. დელეგატებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს. მომავალი პარტიის სახელწოდება “კონსერვატიული მოძრაობა” იქნება. ყრილობა რამდენიმე წუთში დაიწყება.

ღონისძიებაზე ჩატარდება პოლიტიკური ძალის სადამფუძნებლო ყრილობა, დელეგატები აირჩევენ პარტიის ხელმძღვანელსა და მმართველობით ორგანოებს, რის შემდეგაც მოხდება პარტიის პოლიტიკური ხედვების, საპროგრამო ამოცანების და სტრატეგიის პრეზენტაცია.

მსგავსი თემები