უკრაინა გერმანიისგან რაკეტებს, რეაქტიულ სისტემებსა და ჯავშანმანქანებს მიიღებს

გერმანიის თავდაცვის უწყება ადასტურებს ინფორმაციას უკრაინისთვის მორიგი შეიარაღების გადაცემის შესახებ. როგორც თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი აცხადებს, საუბარია როგორც ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე, ისე ჯავშანმანქანებზე. მთლიანობაში, გერმანია უკრაინისთვის MARS II-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის ორ ერთეულ „დინგო-ს“ ტიპის 50 ჯავშანმანქანასა და 200 რაკეტას ამზადებს. მინისტრი ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის სასარგებლოდ შეთანხმება მოხდა საბერძნეთთან. კერძოდ, გერმანია საბერძნეთს „მარდერ“- ის ტიპის 40 საბრძოლო მანქანას გადასცემს,სანაცვლოდ კი საბერძნეთი უკრაინას საბჭოთა მანქანებს მიაწვდის, რომელიც მას სჭირდება.

მეტი...

რუსეთის ფედერაცია საქართველოს წახალისებას აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით, პროვოკაციას უწოდებს

კიევის მხრიდან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებას რუსეთის ფედერაციაშიც აკეთებენ და აცხადებენ რომ ეს პროვოკაციაა. საუბარია კიევის ერთგვარ მოწოდებაზე, რომ საქართველომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გათავისუფლებაზე უნდა იფიქროს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა. მისი შეფასებით, მსგავსი მოწოდებები არის პროვოკაცია. ის, რომ კიევი საქართველოსგან „მეორე ფრონტის“ გახსნას ელოდება, განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც გააკეთა.  

მეტი...

შს მინისტრის განცხადებით, გომელაუირი თანამდებობას ითხოვდა

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისა და მისი ოჯახის ბრალდებებს შს მინისტრი პასუხობს. როგორც ვახტანგ გომელაური აცხადებს, სოსო გოგაშვილი, პარტია „ქარული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ თანამდებობას ითხოვდა. „იყო კი, დადიოდა, როცა პარტიიდან წამოვიდა, რატომ წამოვიდა არ მინდა ჯერ ვისაუბრო, ალბათ, იტყვის რაღაცას და პასუხს გავცემ, რატომაც წამოვიდა უსაფრთხოების სამსახურიდან, პარტიიდანაც რატომ გამოუშვეს. მოდიოდა გვთხოვდა, იქნებ რაღაც გაგვიკეთოთო, ვერაფერს გაგიკეთებთ – მეთქი“, – აღნიშნავს გომელაური. შეგახსენებთ, რომ გოგაშვილების ოჯახის განცხადებით, სოსო გოგაშვილის გასაჩუმებლად, მას, 20 000 ლარიანი ხელფასი და საქართველოს რკინიგზში მაღალი პოზიცია შესთავაზეს.  

მეტი...

„არ შევხვედრივარ, მაგრამ ვთქვათ, შევხვდი, დანაშაულია?“, – შს მინისტრი სპეცსამსახურებთან შეხვედრის ბრალდებაზე   

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სოსო გოგაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ის მზად არის, კითხვებს პასუხები გასცეს. „საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება, შეიქმნას, მივალ და პასუხებს გავცემ. თუმცა, მათ ვუსვამ კითხვას, თუნდაც შევხვდი ფარულად და ფარულად ბევრს შევხვედრივარ, ვგულისხმობ, იმას, რომ ტელევიზიის წინაშე არ გაგვიპიარებია შეხვედრა. შევხვედრივარ ვთქვათ, ისრაელის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვადასხვა ქვეყნის სამსახურის წარმომადგენლებს, ეს დანაშაულია? ომის დროს ხვდებიან სპეცსამსახურები და ლაპარაკობენ, რომელიც ღიად არ გამოდის. ეს ძალიან კარგად იციან ჩემმა წინამორბედებმაც, ძველმა მთავრობის ხელმძღვანელებმაც. ვთქვათ, შევხვდი, რომელი მუხლი დავარღვიე, რას იკვლევენ? არ შევხვედრივარ,…

მეტი...

შს მინისტრის მტკიცებით, ის ვლადიკავკაზში არ გადასულა და ვერც ვერანაირი ვიდეომტკიცებულება დაიდება

პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით შს მინისტრი ვახტანგ გომელაური კომენტარს აკეთებს. მინისტრი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ვლადიკავკაზში არ გადასულა. მინისტრი მტკიცებულებების გამოქვეყნებას გამორიცხავს. „ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ალბათ, 5-6 ვიზიტი მაქვს. არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ოფიციალურ შეხვედრებზე ჩავდიოდით და ვხვდებოდით ჩვენს კოლეგებს“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან. რაც შეეხება მტკიცებულებების შესაძლო გამოქვეყნებას, მინისტრი პასუხი შემდეგია: „მტკიცებულებები ვერ გავრცელდება, იმიტომ, რომ არ მომხდარა ასეთი რამ. 100 წლის თავი იყო, როდესაც მინსკში ჩასული იყო ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, რუსებიც, ფრანგებიც, გერმანელებიც. ზოგი პირველი პირი იყო,…

მეტი...

,,ბატონი ბიძინა გოგაშვილს არ იცნობდა – რატომ დაავალებდა ადამიანს რამეს, რომელსაც არ იცნობდა, მეც არაფერს მავალებდა” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილი ბრალდებებს პასუხობს და მას აბსურდულს უწოდებს. გომელაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სოსო გოგაშვილს არ იცნობდა, შესაბამისად ვერაფერს დაავალებდა. ,,განცხადება, რაც ბატონმა სოსო გოგაშვილმა გააკეთა, რა თქმა უნდა, სრული სიცრუე და აბსურდია. ბატონი ბიძინა მას ვერაფერს ვერ დაავალებდა, რადგან მას არ იცნობდა მაგ დროს. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, მე ვიყავი ხელმძღვანელი მაგ დროს და რატომ დაავალებდა ადამიანს რამეს, რომელსაც არ იცნობდა, ან რა უნდა დაევალებინა. მეც არაფერს მავალებდა,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მინისტრის თქმით, უკანონო მოსმენები საერთოდ არ ხორციელდება. ,,უკანონო მოსმენები, საერთოდ გამორიცხეთ ეგ…

მეტი...

,,შეიტყობთ, როგორ ახდენს სუს-ი კომპრომატებით ადამიანების გადმობირებას, რის შედეგადაც კინტოები ხდებიან დეპუტატები“-სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს. გოგაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შეიტყობს საზოგადოება, როგორ ახდენს სუს-ი კომპრომატებით ადამიანების გადმობირებას, რის შედეგადაც კინტოები ხდებიან დეპუტატები. „მშვიდობა მეგობრებო. საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებას გაგიზიარებთ. მე ვიყავი ამ ბინძური სისტემის ნაწილი ერთ-ერთ უმაღლეს პოზიციაზე და რა თქმა უნდა არ გავურბივარ ჩემს წილ პასუხისმგებლობას. ჩემი მიზანი ამ ბინძური კრიმინალური სისტემის მხილება და დაშლაა. ამას დაკავებამდეც ვაკეთებდი და კიდევ გავაგრძელებ. ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ „ეფესბეს“ გენერლებთან შეხვედრა არის მთლიანი სურათის მცირედი ნაწილი. რაშისტული ოცნება არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენი დააჯილდოვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენი გადასცა. ,,ეს დიდი პატივია. მე ვიღებ მას ევროკავშირის ყველა მოქალაქის სახელით და როგორც ჩვენი ძლიერი კავშირის სიმბოლო”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი ,,ტვიტერ”-ზე. შეგახსენებთ,  ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ომის დაწყების შემდეგ, ეს მისი რიგით მესამე ვიზიტია.

მეტი...

რუს ოკუპანტებს ხარკოვის ოლქში 5 მოზარდი 1 კვირა სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში ხუთი მოზარდი გაათავისუფლეს, რომლებიც რუს ოკუპანტებს სარდაფში ერთი კვირის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. მათივე ცნობით, ბავშვები სარდაფში „ფილტრაციის ზომების“ მიღების შემდეგ გამოკეტეს. ,,ქალაქ კუპიანსკში საბრძოლო დავალებსი შესრულებისას მესაზღვრეებმა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციის საფუძველზე მიაკვლიეს 15-დან 17 წლამდე ასაკის 5 მოზარდს, რომლებიც ოკუპანტებს ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჰყავდათ დამწყვდეული. ოთხი გოგონა და ერთი ბიჭი 7 დღე სარდაფში იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ოკუპანტებმა „ფილტრაციის ზომების“ განხორციელების შემდეგ სარდაფში ჩაკეტეს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებების შედეგად 71 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებების შედეგად 71 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. უწყება დაღუპულთა სიასაც აქვეყნებს. ცნობისთვის, 12 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან შეტაკებები მოხდა. 14 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრამა ნიკოლ ფაშინიანი 105 ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურა, თუმცა ვრცელდება ცნობები, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია. მხარეები კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მეტი...

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება გამოყო

ევროპარლამენტმა  უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 534-მა დეპუტატმა დაუჭირა. სესხი რუსეთის შეჭრით გამოწვეული მწვავე ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. „უკრაინის საგარეო დაფინანსების საჭიროებები მკვეთრად გაიზარდა რუსეთის შეჭრის გამო; გზების, ხიდების, ქარხნების, სახლების, საავადმყოფოების და სხვა ფიზიკური ინფრასტრუქტურის უზარმაზარი ზიანის გარდა, ქვეყანამ ასევე დაკარგა წვდომა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე“, – ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

მეტი...

,,მოსკოვი კიევის მოწოდებას საქართველოსადმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გათავისუფლების შესახებ პროვოკაციად მიიჩნევს”- ზახაროვა

,,მოსკოვი კიევის მოწოდებას საქართველოსადმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გათავისუფლების შესახებ პროვოკაციად მიიჩნევს,”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. “როგორც პროვოკაცია” – ასე უპასუხა ბრიფინგზე ზახაროვამ კითხვას, თუ როგორ აფასებს რუსული მხარე უკრაინელი დეპუტატის მიმართვებს საქართველოსადმი ე.წ. “მეორე ფრონტზე”.  

მეტი...

სატრანსპორტო საშუალების მართვის დარღვევებზე საკანონმდებლო რეგულაციები მკაცრდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და არ აღემატება 0,7 პრომილეს. პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას თავს აარიდებს.   როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, პასუხისმგებლობა დაწესდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. „შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით სატრანსპორტო…

მეტი...

,,ჩვენს შორის ტაქტიკური სხვაობაა, ღირებულებებში აცდენა არ გვაქვს”- ირაკლი კობახიძე ,,ოცნებიდან” წასულებზე

,,ჩვენს შორის ტაქტიკური სხვაობაა, ღირებულებებში აცდენა არ გვაქვს,” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნებიდან” წასულ ე.წ. ოთხეულთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, ,,ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები პარლამენტში მხარს დაუჭერენ მმართველი გუნდის ინიციატივებს. ,,ფრაქცია არის სტრუქტურული ერთეული, რომელიც 80 კაცისგან შედგება და შედგება პარტიის წევრებისგან. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ის, რომ გვქონდეს მყარი უმრავლესობა, 80 ახლოს არის 76-თან და ხშირად გვაქვს ხოლმე ტექნიკური პრობლემები ხმის მიცემის პროცესში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მყარი იყოს უმრავლესობა და 84 კაცი იყოს მასში, ამ ადამიანებმა, ჩვენმა 4-მა კოლეგამ მზაობა გამოთქვა, რომ მხარი…

მეტი...

,,ჰოდა, არაკაცის არაკაცო!”- ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს და მას “არაკაცის არაკაცოს” უწოდებს. მელიას თქმით, უსაშველოდ დიდია მათი მორალური უპირატესობა. ,,კობახიძე ბრძანებს, რომ უსამშობლოს ჩვენ გვეძახდნენ და ჩვენ მათი ტერმინი შევუტრიალეთ. კობახიძე ვერ ჩამოყალიბებულა – მე კაცის კაცი ვარ თუ მძულს და ვერ ვიტან მიხეილ სააკაშვილს. ჰოდა, არაკაცის არაკაცო! უ-საშველოდ დიდია ჩვენი მორალური უ-პირატესობა და მზად ვართ უ-ნაკლოდ და უ-პატიოსნესად შევასრულოთ ქართველი ხალხის დავალება და უ-სწრაფესად და უ-ეფექტურესად მოგაშოროთ ქვეყნის მართვას. დიახ, ბევრი უ- შეგვესაბამება. მოდით თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე…

მეტი...

,,საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ტოგონიძის ბრალეულობის დამადასტურებელი”- ალექსანდრე ტოგონიძის ადვოკატი ,,მედიაცენტრ მთავარში”

მეგობრის მკვლელობაში მსჯავრდებული ბიზნესმენის, ალექსანდრე ტოგონიძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ტოგონიძის ბრალეულობას დაადასტურებს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება გამოტანილია მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულის პირველადი ჩვენების საფუძველზე, რომელიც მას იძულებით, ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიაცემინეს. ,,2019 წლის 16 ნოემბერს, დილის 10 საათზე, ალესანდრე ტოგონიძე გადის სახლიდან, მიმდებარე ტერიტორიაზე მას პოლიცია აჩერებს და მიჰყავს ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციულ შენობაში. იმ დღის განმავლობაში, ალექსანდრე ტოგონიძე არავის უნახავს. საღამოს ოჯახმა დაიწყო ძებნა, არ იცოდნენ სად იყო, 112-შიც დარეკეს და თავად საპატრულო პოლიციას სთხოვეს დახმარება დაკარგული პირის მოძებნაში.…

მეტი...

,,ნიკა მელია არის კაცის კაცი, ყველაფერი რაც უ-ზე იწყება”- ირაკლი კობახიძე

,,თვეების განმავლობაში ვიყენებდით ტერმინ უსამშობლოს და ახლაც ვიყენებთ ამ პოლიტიკური ძალის მიმართ. კაცობის დეფიციტს აჩვენებს ისიც, როცა შენ, შენს ტერმინს ვერ მოიფიქრებ და სხვისი ტერმინი გინდა შეატრიალო. ეს არის კაცობის დეფიციტის გამოვლინება,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  მელია არც ღირსების მატარებელია და არც სამშობლოს მოყვარული. ,,რაც შეეხება თვითონ ნაცმოძრაობას და კონკრეტულად მის ფორმალურ თავმჯდომარეს, რომელიც არის კაცის კაცი, ის არის არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე, რეალური ლიდერი მანაც ძალიან კარგად იცის, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თავად…

მეტი...

,,პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება, ჩემი შეიძლება საინტერესო იყოს”- ირაკლი კობახიძე

,,პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება” -ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოსმენებთან დაკავშირებით. კობახიძის თქმით, სისტემური მოსმენების პრაქტიკა, წარსულს ჩაბარდა. ,,ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება. აბსურდულია, განცხადებები და ჩვენ გვიწევს კომენტარების გაკეთება. ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ და ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო გარკვეული სისტემური სერიოზული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს და მე შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე როდესაც იყო ეს სისტემური პრაქტიკა, უმძიმესი პრაქტიკა დანერგილი, მაშინ…

მეტი...

,,ჩემი მხრიდან დასაქმებაზე 0 შეთავაზება იყო, მისი მხრიდან არაერთი თხოვნა” – ირაკლი კობახიძე გოგაშვილზე

,,ჩვენი მხრიდან, ჩემი მხრიდან პირადად იყო 0 შეთავაზება და მისი მხრიდან იყო არაერთი თხოვნა დასაქმებასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემ მიმართ იყო არაერთი თხოვნა დასაქმებასთან დაკავშირებით”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ სოსო გოგაშვილზე საუბრისას განაცხადა. კობახიძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას აბსურდულს უწოდებს. ,,როგორ შეიძლება პარტიის ოფისში ბექა მამარდაშვილს მოჰქონდეს კრებსები და მე არ ვიცნობდე ამ კაცს, მარტივად არის ეს ყველაფერი, სრული აბსურდია. ადამიანს არ ვიცნობ, სახეზე არ ვიცი, შეიძლება საინტერესო ადამიანია, მაგრამ მე არ ვიცნობ, აქედან გამომდინარე ცხადია, თუ რამდენად აბსურდულია ასეთი განცხადებები. ეს…

მეტი...

„საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” განცხადებას ავრცლებს. მისი თქმით, მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ. „საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენი მოსახლეობის მომავალს“, – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

,,არ უნდა დავუშვათ ომი, სადაც კიდევ ერთხელ იარაღით ხელში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქართველები, აფხაზები და ოსები”- ირაკლი კობახიძე

,,როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობაციხის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ომს, სადაც კიდევ ერთხელ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იარაღით ხელში ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები. „თუ საჭიროა ომი, უნდა იომო. მაგრამ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ფაქტორები – ერთი ფაქტორი არის ის, რომ ყველაფერი უნდა ავწონოთ, მათ შორის რესურსების კუთხით, ასევე, რას მოუტანს ეს ომი საქართველოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია…

მეტი...

სამართალდამცველებმა კახა კუკავა დააკავეს

ლოტკინზე, სადაც დილიდან ხმაური და დაპირიპირებაა, სამართალდამცველებმა კახა კუკავა დააკავეს. კუკავას განცხადებით, მისი დაკავება პრემიერ-მინისტრის და იუსტიციის მინისტრის პირადი დავალებაა. ,,ეს არის პირადად ღარიბაშვილის და ბრეგაძის დავალება, თუ გგონიათ ამათი ბორკილების მეშინია, ამ ბორკილებს დაგადებთ ღარიბაშვილო და ბრეგაძე,”- განაცხადა კუკავამ. ცნობისთვის, ლოტკინის დასახლებაში ერთი-ერთი ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს. მიზეზი, ოჯახის მიერ კერძო მევახშისგან აღებული 25 000 აშშ დოლარია. ადგილზე მოსახლეობაა შეკრებილი.

მეტი...

გოგაშვილის ცოლის განცხადებით, ირაკლი კობახიძე სოსო გოგაშვილს გაჩუმების სანაცვლოდ რკინიგზაში დასაქმებას სთავაზობდა

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლის, თეა მარტოფიშვილის განცხადებით,  დაახლოებით 1 წლის წინ,  მათთან სახლში ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მივიდა და გაჩუმების სანაცვლოდ “საქართველოს რკინიგზაში”, ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმება შესთავაზა. მისი თქმით,  სოსო გოგაშვილმა პირდაპირ უთხრა ირაკლი კობახიძეს, რომ “არ გაიყიდებოდა და “ქართული ოცნების” მხილებას გააგრძელებდა. ,,ირაკლი კობახიძე ჩვენს ოჯახში ერთი წლის წინ მოვიდა, როცა მათ თურმე საქმე უკვე აღძრული ჰქონიათ. იგი ჩვენთან შავი ფერის ავტომობილით – “შკოდათი” მოვიდა. სოსომ მკაცრი ტონით უთხრა ირაკლი კობახიძეს – “ირაკლი გაიგე, სოსო გოგაშვილი არ იყიდება”. როცა ჩემს მეუღლეს ვკითხე, რა მოხდათქო, სოსომ მითხრა – მე…

მეტი...

6 თვეში საქართველოში 11 376 ქორწინება და 6 629 განქორწინება დარეგისტრირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 11 376 ქორწინება დარეგისტრირდა. საქსტატის ცნობით,  ამავე პერიოდში განქორწინების 6 629 შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

,,მზად ვართ ჩვენი მოძმე ქვეყნის პირველივე მოთხოვნით აზერბაიჯანს გავუწიოთ ნებისმიერი დახმარება”- ერდოღანი

,,მზად ვართ ჩვენი მოძმე ქვეყნის პირველივე მოთხოვნით აზერბაიჯანს გავუწიოთ ნებისმიერი დახმარება,” – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, სომხეთმა დრო და ენერგია მშვიდობაზე უნდა დახარჯოს და არა პროვოკაციებზე. ,,მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით არის. ჩვენ მზად ვართ ჩვენი მოძმე ქვეყნის პირველივე მოთხოვნით აზერბაიჯანს გავუწიოთ ნებისმიერი, ვიმეორებ, ნებისმიერი დახმარება. სომხეთი არ ასრულებს შეთანხმებებს და სანამ გვიან არ არის, უნდა გადაუხვიოს ამ მცდარი გზიდან. ჩვენი წინადადებაა, რომ სომხეთმა დრო და ენერგია დახარჯოს მშვიდობაზე და არა პროვოკაციებზე”, – განაცხადა ერდოღანმა.

მეტი...

,,ივანიშვილმა ამ ბინძურ საქმეში ჩაგვრთო და გაგვსვარა ყველა პრემიერიდან დაწყებული რიგითი ოტოშნიკით დამთავრებული”- სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს. გოგაშვილის განცხადებით,  “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა ,,ნაციონალური მოძრაობის” პერიოდს. მისივე თქმით, კანონო მოსმენებს ახორციელებს დაახლოებით 2000 ოპერატიული მუშაკი და ერთდროულად შესაძლებელია დაახლოებით 100 000 ადამიანის მოსმენა. ,,უკანონო მოსმენები რომ მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ეს უკვე ყველამ იცის. ამ მძიმე უფლების დარღვევას სამწუხაროდ საზოგადოება მიეჩვია და ყურადღებას აღარ აქცევს სათანადოდ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ოცნების მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა ნაცების პერიოდს. ვუსმენდით და უსმენენ ყველას, მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, განურჩევლად პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ…

მეტი...

,,ერთი მეგობარი მოკლეს, მეორე ცოცხლად დამარხეს” – ალექსანდრე ტოგონიძის ადვოკატი “მედიაცენტრ მთავარში”

მეგობრის მკვლელობაში მსჯავრდებული ბიზნესმენის, ალექსანდრე ტოგონიძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოტანილი ორი ისტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება მტკიცებულებების ერთობლიობას. მისი თქმით, სასამართლოში ,,სამართლის ხიდი ჩამოშლილია”. ,,სამწუხაროა, ორი ინსტანციის სასამართლომ ალექსანდრე ტოგანიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. როგორც ქუთაისის პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე საააპელაციო სასამართლოში სამართლის ხიდი ნამდვილად ჩამოშლილია. სასამართლო არ ხელმძღვანელობს მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს სახელმძღვანელო გახდა ემოციური ფონი, რაც თან სდევს სისხლის სამართლის ამ საქმეს, ვინაიდან საქმე ეხება ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებას,”- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. გაგი მოსიაშვილის განმარტებით, სისხლის სამართლის აღნიშნული საქმე ეხება,…

მეტი...

საქართველოში ექვს თვეში 20 195 ბავშვი დაიბადა – 26 681 ადამიანი კი გარდაიცვალა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში, ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი. მათივე ცნობით, 2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) – 6 486 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა (480).

მეტი...

,,ევროპულ საბჭოში ამ ზაფხულში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შევთანხმდით”- ოლაფ შოლცი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შეთანხმდნენ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი აღნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გერმანია სიამოვნებით გაუწევს საქართველოს დახმარებას. „ბატონო პრემიერო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბერლინში! ევროპულ საბჭოში ამ ზაფხულში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შევთანხმდით. მოვუწოდებ საქართველოს ამისთვის საჭირო რეფორმებთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმისკენ. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას“, – აღნიშნავს ოლაფ შოლცი.

მეტი...

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ლაიენი  უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. მისივე თქმით, შეხვედრების დროს განიხილავენ ევროკავშირისა და უკრაინის ეკონომიკებისა და ხალხების დაახლოების საკითხებს. „ომის დაწყების შემდეგ ჩემი მესამე ვიზიტი კიევში. რამდენი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერში“.

მეტი...

დღეიდან პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესს იწყებს

საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესს დღეიდან იწყებს. შესაბამის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს. საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა განცხადებები მიიღება 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით. „საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და „2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 14 სექტემბრის №1/415/22 ბრძანების შესაბამისად: 2022 წლის 15 სექტემბრიდან იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს…

მეტი...

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ტერეხოვის ცნობით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მანამდე ხარკოვის რეგიონს უკრიანის პრეზიდნეტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სტუმრობდა.

მეტი...

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 384 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 384 ბავშვი დაიღუპა,  1 134-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 393, ხარკოვის ოლქში – 210, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 72, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში – 46, ლასტროვის ოლქში – 45. აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია, შესაბამისად აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის.

მეტი...

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა – მოკლულის დედა პრემიერს მიმართავს

Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და სთხოვს, ნიკო კვარაცხელიას საქმით პირადად დაინტერესდეს. ,,ერთი წელი გავიდა სასტიკი მკვლელობიდან, ერთი წლის წინ 15 სექტემბერს ქალაქის შუაგულში ჩემს შვილს 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ტერორისტული აქტი მოუწყვეს, ესროლეს მის ნიჭს, წარმატებას, ესროლეს მის სურვილს, მისივე შექმნილი სოციალური მედია პლათფორმით “Feedc”-ი საკუთარი ქვეყანა მსოფლიოს რუკაზე დაეტანა, ასროლინეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა, არქიფო სეთურის შთამომავლებმა, ბერბიჭაშვილებმა, მათ ხომ სექტემბერი კარგად აქვთ დაცდილი, შეუმდგარი, სულგაყიდული ახალგაზრდები ლაჩრულად ზურგიდან მიუშვეს! ესროლეს მაგრამ ვერ მოკლეს, რადგან იმავე წუთს…

მეტი...

,,ხარკოვის თითქმის მთელი რეგიონი დეოკუპირებულია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი რეგიონი დეოკუპირებულია. მისივე თქმით, მთლიანობაში დეოკუპირებულია თითქმის 400 დასახლებული პუნქტი. ,,დღეისათვის ხარკოვის თითქმის მთელი რეგიონი დეოკუპირებულია, ეს იყო ჩვენი ჯარისკაცების უპრეცედენტო მოძრაობა. უკრაინელებმა კვლავ მოახერხეს ის, რაც შეუძლებლად მიიჩნია. ჩვენი მხოლოდ აქტიური ოპერაციების პირველ დღეს ჩვენი ჯარები 19 კმ დაწინაურდნენ. ხუთი დღის შემდეგ 110 კილომეტრი ბრძოლებით დაიფარა. მთლიანობაში დეოკუპირებულია თითქმის 400 დასახლებული პუნქტი. ამ ტერიტორიაზე დარჩენილი 150 000 უკრაინელი ახლა ისევ გრძნობს, რომ ჩვეულებრივი, უსაფრთხო, ნორმალური ცხოვრებაა. რუსეთის არმია ხარკოვის მხარეში ხუთ თვეზე მეტი იმყოფებოდა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...