რუს ოკუპანტებს ხარკოვის ოლქში 5 მოზარდი 1 კვირა სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში ხუთი მოზარდი გაათავისუფლეს, რომლებიც რუს ოკუპანტებს სარდაფში ერთი კვირის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.

მათივე ცნობით, ბავშვები სარდაფში „ფილტრაციის ზომების“ მიღების შემდეგ გამოკეტეს.

,,ქალაქ კუპიანსკში საბრძოლო დავალებსი შესრულებისას მესაზღვრეებმა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციის საფუძველზე მიაკვლიეს 15-დან 17 წლამდე ასაკის 5 მოზარდს, რომლებიც ოკუპანტებს ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჰყავდათ დამწყვდეული. ოთხი გოგონა და ერთი ბიჭი 7 დღე სარდაფში იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ოკუპანტებმა „ფილტრაციის ზომების“ განხორციელების შემდეგ სარდაფში ჩაკეტეს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები